Skip to main content

Wishes

Updated 1 min readMarkdown
Part of seriesTop Posts

ჩემი ბლოგის არაფორმალურმა მრჩეველთა საბჭომ შემოიტანა კიდევ ერთი ინიციატივა, რომელსაც სიამოვნებით ვითვალისწინებ.

ბიჭებო, დაემშვიდობეთ ნაშებს (ცოტა ხნით!)

მოკლედ, ბლოგზე უკვე მაქვს სია - თუ რას ვერ ვიტან. აგრეთვე მაქვს სია - თუ რა მიყვარს.

კიდევ ერთი სიაც იყო - იდუმალი სურვილები... (აქ ძირითადად არშემდგარი ბალერინები გაწევრიანდნენ) 😊

რაღა დარჩა? ეხლავე გეტყვით - იმის სია, თუ რა მინდა. აი ეხლავე, ამ წუთას.

  • ორთვიანი შვებულება.

  • დიდი ხელფასი.

  • სამუშაო - 13:00-დან 18:00-მდე (პლუს თავისუფალი გრაფიკი)

  • პატარა სახლი რომელიმე კუნძულზე წყნარ ოკეანეში

  • ნაკლები წონა და მეტი თმა (ეს ხუმრობით)

  • გაბრწყინებული საქართველო (მართლა)

  • მინდა ბრაზილიაში, ეგვიპტეში, პერუში, მექსიკაში, ნეპალში, ინდოეთში, ჩინეთში, ავსტრალიაში, ანტარქტიდაზე, ნიუ-იორკში, იაპონიაში (კიდევ ერთხელ)...

  • მინდა წყნარი, მშვიდი და აუღელვებელი ცხოვრება.

  • მინდა, ყველა ადამიანი ჩემს გარშემო იყოს ჯანმრთელი და ბედნიერი

  • მინდა დღე-ღამეში იყოს 48 საათი და მხოლოდ 4-საათიანი ძილი მყოფნიდეს...

მეტი ამ წუთას არ მახსენდება, პერიოდულად დავამატებ ხოლმე... 😊

თქვენც მითხარით, რა გინდათ? რას მოელით ცხოვრებისგან?

2 views

No comments yet. Be the first to comment.

More from this blog