# Wishes

ჩემი ბლოგის არაფორმალურმა მრჩეველთა საბჭომ შემოიტანა კიდევ ერთი ინიციატივა, რომელსაც სიამოვნებით ვითვალისწინებ.

ბიჭებო, დაემშვიდობეთ ნაშებს (ცოტა ხნით!)

მოკლედ, ბლოგზე უკვე მაქვს სია - [თუ რას ვერ ვიტან](https://hashnode.com/post/cmh7y8gdn000902jm1yv52pvk). აგრეთვე მაქვს სია - [თუ რა მიყვარს](https://hashnode.com/post/cmh7ybejv000702l47wvnam4h).

კიდევ ერთი სიაც იყო - [იდუმალი სურვილები](https://hashnode.com/post/cmh7xbssj000202ih959a4n0l)... (აქ ძირითადად არშემდგარი ბალერინები გაწევრიანდნენ) 😊

რაღა დარჩა? ეხლავე გეტყვით - იმის სია, თუ რა მინდა. აი ეხლავე, ამ წუთას.

* ორთვიანი შვებულება.
    
* დიდი ხელფასი.
    
* სამუშაო - 13:00-დან 18:00-მდე (პლუს თავისუფალი გრაფიკი)
    
* პატარა სახლი რომელიმე კუნძულზე წყნარ ოკეანეში
    
* ნაკლები წონა და მეტი თმა (ეს ხუმრობით)
    
* გაბრწყინებული საქართველო (მართლა)
    
* მინდა ბრაზილიაში, ეგვიპტეში, პერუში, მექსიკაში, ნეპალში, ინდოეთში, ჩინეთში, ავსტრალიაში, ანტარქტიდაზე, ნიუ-იორკში, იაპონიაში (კიდევ ერთხელ)...
    
* მინდა წყნარი, მშვიდი და აუღელვებელი ცხოვრება.
    
* მინდა, ყველა ადამიანი ჩემს გარშემო იყოს ჯანმრთელი და ბედნიერი
    
* მინდა დღე-ღამეში იყოს 48 საათი და მხოლოდ 4-საათიანი ძილი მყოფნიდეს...
    

მეტი ამ წუთას არ მახსენდება, პერიოდულად დავამატებ ხოლმე... 😊

თქვენც მითხარით, რა გინდათ? რას მოელით ცხოვრებისგან?
