ცენზურას გადარჩენილი პასაჟები

არ მიყვარს მე არცერთი დღესასწაული (მით უმეტეს, ყავლგასული, ფერდაკარგული, ობიანი და შმორიანი პირველი სექტემბერი), არც ახალი წელი არ მიყვარს, არც საკუთარი დაბადების დღე (რომელიც, სხვათა შორის, ექვსი დღის წინ მქონდა)… მე უბრალოდ მიყვარს ის დღეები, როცა კარგად ვგრძნობ თავს. და ასეთი, სამწუხაროდ, ცოტაა
სიზმარი გამახსენდა...
სახლის კარებთან დგეხარ და ვერ აღებ, დიდია და ვერ წვდები...
ალისა საოცრებათა ქვეყანაში.
და აქ ყველაფერი პირიქითაა - შენ ხარ დიდი, და ვერ ეტევი...
ისეთი კარები უნდა ნახო, სადაც მოგინდება შესვლა და, ზომის მიუხედავად, შეხვალ. ვიცი. და ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი კარები, ოღონდ ხანდახან არ ვიცით ხოლმე...
ნეგატივი... სეპია... სოლარაიზ... პოსტერაიზ... ბლარ... შარპენ... მორ... ფილ... აიკონ... ჩალკ & შარკოალ... ათასი სხვა... ედ ნოიზ... დისპეკლ... რამდენიც გინდა, იმდენი ეფექტია. იმდენს დაადებ, სანამ არ მოგბეზრდება. გაწელავ, დაჭრი, დააწებებ, დააწერ, სტრეჩ-რესაიზ... ვიზუალურად გააუპატიურებ სურათს, მაგრამ შინაარსი ხომ იგივე დარჩება? ის ხომ ისევ ისაა, უბრალოდ სხვანაირად აღიქვამ, სინამდვილეში ის მაინც იქაა, იმ მაგიდასთან ზის, იმ ლუდს სვამს, ისევ იმ ძაღლს უყურებს, მის უკან ისევ ის შადრევანი და ლამპიონია, და მის თვალებში ისევ ის სიყვარული და მონატრებაა...
გამახსენდა ის გიჟი, ჩემი მეზობელი, ბოლო ათი წლის განმავლობაში, თითქმის ყოველდღე, გერმანიის საელჩოსთან რომ დგას ხოლმე დილაობით და განწირული, ცივი ხმით კივის:
”გამიშვით გერმანიაში! თქვენი დედა მოვტყან! გამიშვით გერმანიაში! ამათი დედა მოვტყან!”
ვისი თქვენი და ვისი ამათი, არ ვიცი, მაგას არა აქვს მნიშვნელობა
როგორ ხდება ხოლმე...
მარტო გინდა იყო, სულ მარტო... და არ განებებენ, გირეკავენ, ცხვირს ყოფენ, მოდიან, გაწუხებენ, ამ დროს დაჭირდები ხოლმე ყველას, ამ დროს ახსენდება ყველას, რო რაღაცეებს დაპირდი, ან ისინი დაგპირდნენ, ან, ან, ან...
როგორ გავიგოთ, რა არის ნადვილი და რა არის ტყუილი? არა, ტყული არა, უბრალოდ, როდის გვეუბნებიან ნაღდს, ფაიზაღს, და როდის არ გვეუბნებიან ბოლომდე რაღაცას?
ჩემი ერთი და იგივე სიტყვა, სხვადასხვა ადამიანების მიმართ ნათქვამი, რატომ აღიქმება სხვადასხვანაირად?
გაიქეცი, ხო გაიქეცი!
გაექეცი ფერებს, სიცოცხლეს, სიხარულს, სიყვარულს...
გაიქეცი...
მაგრამ მაინც დაგეწევით, დაგიჭერთ, და ძალით გაგაფერადებთ, გადაგავლებთ მილიონობით ფერს, და დარჩები გაღიმებული, გახარებული, გაფერადებული, მხიარული, შეყვარებული, და რაც მთავარია - ცოცხალი!!!
მოდი, ჩამოჯექი, მომიყევი, როგორ ხარ, რას აკეთებ, რითი ცოცხლობ?
რა მოგწონს, და რა გეზიზღება... რა გიყვარს, და ვინ, და რა გძულს, და ვინ?
მე დღეს უკეთ ვარ, ვიდრე გუშინ, და დღეს მეტი გამაჩნია, ვიდრე გუშინ - ერთი დღით მეტი გამოცდილება...
მითხარი რამე ახალი...
რამდენ რამეს ამბობენ თვალები, არა?
ვერ იტყუებიან, არა?
ყოველთვის ზუსტად იცი ხოლმე, თვალებში როცა ჩახედავ...
ამიტომაც მალავს ბევრი თვალებს...
(ხომ გახსოვთ ჩემი ცნობილი მეილინგ-ლისტი, რამოდენიმე წელი რომ გრიმიტობდა თბილისში, ვიდრე ამ ბლოგს გავხსნიდი?)
ხოდა, აი, ეს მაიკები უნდა დაგირიგოთ თქვენ - რამოდენიმეს - "Everything you like, I liked five years ago"
სამი დღეა, აქტიურად მირეკავს ბატონი ნელსონი და ასე მესალმება - ზდრასტი, გიგა-ჯან!
:)
ეს ნესლონი არის ჩემი აუდიტორი, სომეხია :)
გვარს არ დავასახელებ, რა მნიშვნელობა აქვს, მაგას ისიც ეყოფა, რომ ადმირალ ნელსონთან და ნელსონ (Rolihlahla) მანდელასთან ერთად მესამეა ჩემს ნაცნობ ნელსონთა სიაში.
ისედაც საკმარისზე მეტი პატივია მისთვის :)
ყველაფერს აქვს თავისი ადგილი...
ისევე, როგორც ყველას აქვს თავისი ადგილი...
ხანდახან არ ვიცით ხოლმე, მაგრამ აუცილებლად ვიპოვნით...
მსოფლიოში სულ უფრო მეტი დიზაინერია, მაგრამ სამყარო სულ უფრო მეტად მახინჯდება...
There are so many things, which are killing us, რომ სიგარეტი ყველაზე უმნიშვნელოა ;)
მონატრების გრძნობა, აუტანელი, ყოვლისმომცველი, ყველაფრის წამლეკავი, გულისტკივილი და დარდი, წუხილი, ყელში ეკლებიანი ბურთი, მუცელში სიცარიელე, ქაღალდის მუხლები, კუჭის აშლილობა და უძილო ღამეები, შიმშილი, რომელსაც აღარაფერი კლავს, წყურვილი, ცეცხლი რომ გიკიდია ყელში, ისეთი, დამდნარი კაბელებივით გაშიშვლებული ნერვები...
Anyway, ერთი გოგო მახსენდება ამ სიმღერების გაგონებაზე... ერთი კი არა და ვაბშემც პირველი. რაღაცნაირი გოგო იყო...
ეტყობა მაგიტომ მიყვარს გრძელთმიანი გოგოები…
ხოდა ბევრის დაწერა მინდოდა, ძალიან ბევრის. იმის, როგორ გავიცანით ერთმანეთი, როგორ დავდიოდით ხელჩაკიდებულები და როგორ დებილობებზე ვლაპარაკობდით, როგორ ვაკოცე პირველად, როგორ განვითარდა შემდგომი მოვლენები ;)
რა მნიშვნელობა აქვს, ეხლა სახეზეც არ მახსოვს.
სახელსაც ძნელად ვიხსენებ, ეგ სახელი საერთოდ ერქვა თუ არა, ზუსტად კი აღარ მახსოვს...
აი მივდივარ ხოლმე ზღვასთან და პირველი ორი დღე ვზივარ. არ ჩავდივარ. მთელი წლის ამბებს ვუყვები... მიაქვს... მანთავისუფლებს... შეიძლება მერე ვინმე სხვას უყვება სადმე ჩემ ამბებს - სხვას, რომელიც ასევე ზის პლიაჟზე და ელოდება, რა ამბავს მოუტანს ზღვა...
აი მთელი ეს დარჩენილი ცხოვრება იმისათვის გვაქვს, რომ კი არ დავიძინოთ, არამედ ვიმოძრაოთ, ვიტრიალოთ, ვირბინოთ, ვიცინოთ, ვაკეთოთ, ვსვათ, ვიჩხუბოთ, ვისიყვარულოთ, ვაშენოთ, ვანგრიოთ, ვაკეთოთ, ვიცელქოთ...
მოკლედ, არ გავჩერდეთ არც ერთი წამი, და, რაც მთავარია, სულ იმისკენ ვიაროთ, რაც გვინდა და რაც გვჭირდება ამ ცხოვრებაში...
ბლოგი ცოტა ხანი არ განახლდება, გამორთეთ კომპები და გარეთ გაისეირნეთ, ზაფხულია, შადრევნები, ბუჩქები, რამე... ;)
კარი, რომელშიც აღარავინ შედის, ადამიანის ტვინს გავს, რომელიც აღარ აზროვნებს...
Sometimes the only thing we have left, is the music...
დიახ, დიახ!
შეგვიძლია, მე შემიძლია, შენ შეგიძლია, ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ!
შევცვალოთ მსოფლიო, სამყარო, ცხოვრება, ყველაფერი შეგვიძლია!
მთავარია - მონდომება.
არასოდეს, გესმის, არასოდეს არ დანებდე!
ადამიანი ხარ და იმიტომ!
და ყოველთვის ყველაფერი შეგიძლია.
რაც გინდა.
ქალის სხეული არის რაღაც, რაც არასოდეს მომბეზრდება და ალბათ ვერასოდეს შევისწავლი ბოლომდე...
ამით უნდა დატკბე, სულაც არაა საჭირო შესწავლაო - მეტყვი, ჩემო მკითხველო, და მართალიც იქნები.
წელიწადში ორჯერ მიწევს ხოლმე ორ ივენთზე დასწრება: გერმანიის გაერთიანების დღისადმი მიძღვნილ ოფიციალური მიღებაზე და ბრიტანეთის საელჩოს არაოფიციალურ საშობაო საღამოზე...
აი გუშინაც. დიპკორპუსი, მინისტრები, ბიზნესმენები, გალსტუკები და პეროები...
ყველაზე კარგი კი მაინც ისაა, რომ ყოველთვის გემრიელი After Party ტარდება ხოლმე...
მოთხრობა, რომელიც ერთნაირად იწყება... და სამმა სხვადასხვა ადამიანმა დაწერა, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ამბავზე, სხვადასხვა აზრებით, სხვადასხვა სიტყვებით...
უბრალოდ, პირველი წინადადება იყო საერთო...
და მეტი არაფერი...
ისევე, როგორც რამდენი ამბავი ჩვენს ცხოვრებაში, ერთნაირად იწყება, და სხვადასხვანაირად მთავრდება...
აღარ შემიძლია ეს ”ახალი წლები”...
”გილოცავ ყველაფერს დაგვიანებით” - ორი კვირის თავზე კიდევ რომ გილოცავენ :)
ვაბშე, იანვრის ბოლომდე რომ გილოცავენ ხოლმე.
ვინმეს რომ ნახავ 29-ში და რო გეკითხება - ჰა, რა ქენი, როგორ გაატარე ახალი წლებიო?
რა ვიცი როგორ გავატარე, შე ჩემისა, გუშინ რა ვჭამე, ის არ მახსოვს :)
Есть два типа людей — одни катят мир, а другие бегут рядом и кричат: «Куда катится этот МИР?!»
დღეს ჩადგა ქარი. გამყინავი, 15-20 მ/წმ. ძლიერი. საშინელი. მზიანი ამინდიც რომ ვერ შველის, ისეთი. გასკდა თავი, შეშაც დამთავრდა, ამ ყინვაში ვერ გავალ გარეთ ნამდვილად. მინელდეს ბუხარი, ნაკვერჩხალს გავშლი, მილს გადავკეტავ და ოთახი რომ გაღუღუნდება, მერე დავწვები კიდევაც...
მარტო ძილი არ ვარგა, საზიანოა თქვენი ჯანმრთელობისთვის.
ყველაზე მაგრად იცით რაზე ვკაიფობ?
ფილმის ბოლოს მთავარი ბოროტმოქმედი რომ შემოდის, დაბმულ ან ნაცემ მთავარ გმირს რომ თავზე დაადგება და რომ წარმოთქვამს:
- Well, well, well...
კმაყოფილი ხარ იმით, რაც გაქვს? გინდა მეტი? იქნებ ნაკლებიც საკმარისი იქნება შენთვის?
საინტერესოა რამდენი და რა არის ჩვენთვის საკმარისი.
Yes, my dear friends - Vote For Nobody!
And remember - a gentleman is always in the opposition!
მიუტევებელი სულივით დაეხეტები, არადა, სულ სხვაგან გინდა ყოფნა...
მაგრამ ჯერ აქ ხარ, საბოლოოდ კი მაინც მოხვდები იქ, სადაც გინდა.
ერთი შეკითხვა დაუსვი საკუთარ თავს, მკითხველო - რა ნაკვალევი დატოვე შენი ცხოვრების გზაზე? რა გააკეთე, ააშენე, დარგე, და რა გააფუჭე, ვის ატკინე, ვის გადაუარე?
უკან გაიხედე და თქვი, რისგან შედგება შენი წარსული.
O'Herny used to say: To see everything in your life you need to go to war, lose all of your money, and fall in love...
August 2008
რა ყლეობაა: საქართველოში მუშაობ უფრო მეტს, ვიდრე გიხდიან და ერთობი უფრო ნაკლებს, ვიდრე იხდი...
ნუ ეცდებით, დალიოთ ყავა ჩემი ჭიქიდან!
აუ რამდენია...
რამდენი კიდე არაა...
დღეს ვიყავი შენ საფლავზე...
დავხვეტე, დავალაგე. არ უვლის ის ქალი, რაში ვუხდით ფულს...
ვიჯექი, სიგარეტი მოვწიე.
ხანდახან ღამით მოვდივარ ხოლმე, ხანაც დილით.
იშვიათად, ვიცი.
უბრალოდ მინდა რომ ცოცხლად მახსოვდე.
შენც, ბაბუაც და მეორე ბებიაც...
რაღაცას მაძლევს ხოლმე ასე ჯდომა და ფიქრი.
ცარიელი ჭურჭელი ხშირად უფრო ხმაურიანია...
ისევე, როგორც ცარიელი ადამიანი.
გზა, ღამე, მუსიკა, პატრული, სიგარეტი, სიცივე, პატრული, სიჩქარე, სიბნელე, ხმაური, სიგნალი, მუხრუჭი, შუქი, გაზი, საჭე, სიჩქარე, მუსიკა, სიგარეტი, ხმაური,
რისგან შედგება ცხოვრება?
რა არის შენთვის მნიშვნელოვანი?
წრე, საზოგადოება, მეგობრები, სტატუსი, სამსახური, ადგილი?
სიჩუმე.
სიბნელე.
სიღრმე.
ბილიკი.
უშნო შეგრძნება, თითქოს ვიღაც მისდევდა.
რამდენიმე ნაბიჯის მერე სხვისი ნაბიჯებიც ესმოდა. ჩერდებოდა. ისევ სიჩუმე.
რამდენიმე ნაბიჯი - და ისევ ეს უცხო ხმა...
გაჩერდა. ხმაც გაჩუმდა.
მაშ ასე, დადგა ისევ დრო, რომ ისევ რამე დავწერო.
ისევ ის სიმღერა ჩავრთე, გულში შანთს რომ გიყრის, ნაწლავებს რომ გიხლართავს, კუჭს რომ გირევს, ხელებს გიოფლიანებს, მთქნარებას გაწყებინებს, ერექციას და პოტენციას... ჰმ. ისა, ეგ რა შუაშია კაცო.
მოკლედ, იმას ვამბობდი რომ ეს რამე (რასაც დავწერ) იქნება რაღაც გრანდიოზული და პრეტენზიული (თუ პრეტენციოზული) და ძირითადად შედგენილი უაზრო სიტყვების რახა-რუხისგან, რაც საბოლოო ჯამში გარკვეულ ჩარჩოს შექმნის მკითხველისათვის - ხელოვნურ სივრცეს, სადაც უნდა მოვამწყვდიო თქვენი (ანუ მკითხველის) აზრები და ნელ-ნელა, ნაკუწ-ნაკუწ მოგაწოდოთ ინფორმაცია.
სინამდვილეში კი ამბავი (სთორი) სულ სხვაგან განვითარდება და თქვენც, ლოდინისაგან დაღლილები...
ვისთვის როგორ, და ჩემი მშობლიური უნივერსიტეტი ერთია - თსუ.
თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
სხვებს ალბათ, იბერიულ-კავკასიური, შავი ქვის, სალი კლდის, ქვაზე დახატული ეშმაკის სახელობის უნივერსიტეტები ხიბლავთ, რომლებიც ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ან სულაც გლდანი-ნაძალადევის ხიდების ქვეშ არის გახსნილი.
ბოლოს როდის აგიხედავთ ცაში ღამით?
საერთოდ თუ გახსოვთ, რომ ვარსკვლავები არსებობს?
არა მომღერალ/მსახიობები, არამედ ნამდვილი ვარსკვლავები...
სამურაი ჯეკი სიტყვაძუნწია - მისი დუმილის უფრო მეტის შესახებ მეტყველებს, ვიდრე სიტყვები.
The word “listen” contains the same letters as the word “silent”.
მიწისქვეშა გადასასვლელში იჯდა და ტიროდა.
იგივე წარმატებით შეეძლო ვაგზლის გადასასვლელ ხიდზე დამჯდარიყო, მაგრამ მიწისქვეშ ჯდომა ერჩივნა.
ცნობილი ქართველი პოპ-მომღერლები გადაშენების პირას მდგომ ცხოველებს დაემსგავსნენ - თითქოს ყველას გაუგია მათ შესახებ, მაგრამ აი ნახვით კი არავის უნახავს...
ბევრი დრო მინდა - თავისუფალიც და ასევე ბევრი - საქმიანი. მინდა ვაკეთო, ვაშენო, შევქმნა, გამოვიგონო და მოვიგონო, დავწერო და წავიკითხო, ვნახო და სხვებსაც ვანახო; მინდა ვისმინო და მომისმინონ, მინდა ფოტოაპარატი და გადაღება, მინდა ბეჭდვა და გამჟღავნება...
ალბათ, ასეთ სიწყნარეში უნდა ვცხოვრობდეთ.
ალბათ ასეთი მშვიდები უნდა ვიყოთ.
ალბათ ასე ნელა უნდა ხდებოდეს ყველაფერი...
A woman has a close male friend. This means that he is probably interested in her, which is why he hangs around so much. She sees him strictly as a friend. This always starts out with, you're a great guy, but I don't like you in that way. This is roughly the equivalent for the guy of going to a job interview and the company saying, You have a great resume, you have all the qualifications we are looking for, but we're not going to hire you. We will, however, use your resume as the basis for comparison for all other applicants. But, we're going to hire somebody who is far less qualified and is probably an alcoholic. And if he doesn't work out, we'll hire somebody else, but still not you. In fact, we will never hire you. But we will call you from time to time to complain about the person that we hired.
- გამარჯობა, კოკა-კოლა გაქვთ? თუნუქის?
- კიი, აეგერ სტოლზე, პატარა თაროზე (მთქნარებით)
- და ცივია?
- ეგაა, რაცაა (და ტრიალდება)
To get something you’ve never had, you have to do something you’ve never done
აი დილით რომ მქონდა მაგარი პოსტის იდეა, სად ტრაკში წავიდა?
整理 - აი ისეთი წესრიგი, როგორც იაპონელ ტურისტებს სჩვევიათ: 40 კაცი ისე მალე შეიკრიბა, სასტუმროში ჩეკაუტი გააკეთა, ავტობუსში ჩაჯდა და წავიდა - რომ ერთი ღერი სიგარეტის მოწევა ძლივს მოვასწარი :)
ზაქარია ფალიაშვილის სახელობის რომ იყოს აეროპორტი? ვარშავის და ბუდაპეშტის ანალოგიით?
გუშინ კიდევ ერთხელ ვნახე The Social Network და დავრწმუნდი, რომ ვერაფერს ვერ მიაღწევ დაგეგმილად და გამიზნულად. ყველა წარმატება არის შეცდომების, შემთხვევების და სხვადასხვა გარეშე ფაქტორების კარგი თანხვედრა.
როდის? როგორ?
როდის-როგორ.
