Skip to main content

Command Palette

Search for a command to run...

ლურჯი დიოდის სადიდებლად

Updated
2 min read
ლურჯი დიოდის სადიდებლად

შესაძლოა გახსოვთ, რომ ადრე სხვადასხვა ელექტრონიკაზე ორი შუქდიოდი (LED) იყო — მწვანე (ჩართული) და წითელი (გამორთული). ლურჯი დიოდი არ არსებობდა. რიგითმა ადამიანმა შეიძლება დასვას ლოგიკური კითხვა — მერე რა? თუმცა, სწორედ ლურჯი შუქდიოდის შექმნამ შეცვალა სამყარო აღუარებლად.

საქმე ისაა, რომ წითელი და მწვანე შუქდიოდების შექმნა შედარებით მარტივი იყო. ლურჯის შექმნა კი პრაქტიკულად შეუძლებლად ითვლებოდა. წითელი შუქი — ეს არის ფოტონები, რომელთა ენერგია დაახლოებით 1.8–2 ელექტრონვოლტია. მწვანე — 2.2–2.4. ლურჯი კი — დაახლოებით 3 ელექტრონვოლტი და მეტი. ეს უბრალოდ მეტი კი არ არის — ეს პრინციპულად სხვა კლასის მასალებისგან შემდგარი მოწყობილობაა. საცდელი ნიმუშები მხოლოდ რამდენიმე წამს ანათებდნენ და შემდეგ ფუჭდებოდნენ. მასალა ვერ უძლებდა რეალური მუშაობისთვის საჭირო დენის ძალას. 1980-იანი წლების ბოლოსთვის ბევრი ფიზიკოსი დარწმუნებული იყო, რომ ლურჯი შუქდიოდის შექმნა პრინციპში შეუძლებელი იყო უახლოეს მომავალში.

ტექნიკური დეტალებით თავს არ შეგაწყენთ, მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ისამუ აკასაკი ლურჯ შუქდიოდზე 30 წლის განმავლობაში მუშაობდა. მას ლამის გიჟად თვლიდნენ — მთელი ცხოვრება შესწირა შეუძლებელი ამოცანის შესრულებას. მაგრამ მან შეუძლებელი შეძლო. ლურჯი შუქდიოდისთვის მას გადასცეს ედისონის მედალი, ჩარლზ სტარკის პრემია და დედოფალ ელისაბედის პრემია საინჟინრო მიღწევებისთვის. და ამასთანავე, ნობელის პრემიაც.

ახლა კი სწორედ ის დროა, გავიმეოროთ საკრალური კითხვა — მერე რა?

მგონი არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ თქვენ ახლა ბრტყელი მონიტორის წინ ზიხართ და გაქვთ სმარტფონი ფერადი ეკრანით. ლურჯი შუქდიოდის გარეშე ისინი, პრინციპში, არ იარსებებდა. თქვენი მონიტორი ისევ "გ"ამობურცული დარჩებოდა, ხოლო სმარტფონი — მონოქრომული (შავ-თეთრი). სწორედ ლურჯმა შუქდიოდმა მისცა სამყაროს თეთრი ფერის მიღების შესაძლებლობა — ამისთვის ერთ წერტილში ერთდროულად ინთება პატარა წითელი, მწვანე და ლურჯი შუქდიოდი. შავი ფერი კი მაშინ გვაქვს — როცა ყველა მათგანი გამორთულია. იმასაც დავამატებ, რომ გამოსხივებული შუქი სრულიად სხვანაირად იქცევა, ვიდრე არეკლილი შუქი. თუ ტილოზე წითელ, მწვანე და ლურჯ ფერებს შეურევთ, მიიღებთ თითქმის შავს (CMYK). ხოლო ეკრანზე — თეთრს (RGB). ეს ცალკე ისტორიაა და თუ გაინტერესებთ, უფრო დეტალურად მოგიყვებით.

წყარო

2 views

More from this blog

ბაბუ 👴

ბაბუაჩემი გამახსენდა, გიგლა. კორონას დროს გარდაიცვალა, 89 წლის ასაკში. არა, კორონამ არ მოკლა. თუმცა მაგას მნიშვნელობაც არ აქვს. მგონი 8-9 წლის იყო, ომი რომ დაიწყო. ის ომი ნუ, ხო ხვდებით. მთელი ცხოვრება იმას უყურებდა ადამიანი, რომ ომში დამარცხებული გე...

Nov 4, 20251 min read17

ხვრელი 🕳️

გაურკვეველი მიზეზებით, ყველა ადამიანი იბადება მკერდის არეში თანდაყოილილი დიდი ხვრელით. მიუხედავად იმისა, რომ ეს ხვრელი არანაირ უხერხულობას არ იწვევს, საზოგადოდ მიჩნეულია, რომ მისი ასე დატოვება არასახარბიელოა და ყველა ცდილობს მის ამოვსებას რამენაირად....

Oct 22, 20251 min read35

დღიური - ბლოგი

322 posts

ჩემი ბლოგის📑 აღდგენილი♻️ და სახეცვლილი ჩანაწერების✍️ მესამე3️⃣ სიცოცხლე🧬