Skip to main content

What makes me happy

Updated 1 min readMarkdown
Part of seriesTop Posts

მოკლედ, ბევრი რომ არ ვილაპარაკო, ერთმა ჩემმა მეგობარმა მირჩია - იმ სიასთან ერთად, ”ვერ ვიტან”-სია რომ მაქვს, ცოტა პოზიტივიც შეიტანეო შენს ცხოვრებაშიო...

ჰოდა, აქ ჩამოვწერ, იქნებ არსებობს რამე მაინც, რაც კარგ ხასიათზე მაყენებს...

  • ღამე, მანქანა, შორი გზა, მუსიკა... - მიყვარს, სადმე შორს რომ მივდივარ, მანქანაზე რომ ვზივარ, ჩქარა რომ ვატარებ და კარგ მუსიკას რომ ვუსმენ... უბრალოდ, საქართველოს ტრასებზე ეგ შეუძლებელია, სადმე ევროპაში, აუტობანზე, კი ბატონო...

Update

რამდენი რამე დაწერეთ, გავგიჟდი! დავაკომენტებ მერე, ცალკე.

  • მიყვარს მარტო ყოფნა და ღამე. და ღამის თბილისი...

  • გაზაფხულის წვიმის სუნიც მიყვარს.

  • მიყვარს შემოდგომა, ოდნავ გრილი საღამოებით

  • მიყვარს ფანტასტიკა (საკითხავი) და კომედიები (სანახავი)

  • მიყვარს ხუმრობა (ხანდახან გამომდის კიდეც) და მიყვარს ის ხალხი, ვისაც შეუძლია ხუმრობა (ოღონდ არა ”პახაბნად ღადაობა”)

  • მიყვარს, როცა ქუჩაში მოვსეირნობ და შემხვედრი ხალხი მიღიმის.

  • მიყვარს, როცა რაღაცას მეკითხებიან და შემიძლია ავუხსნა

  • მიყვარს დილით ძილი

  • უაზროდ წოლა და არაფერზე ფიქრიც მიყვარს (ოღონდ ხანმოკლე)

  • კიდე: I love to love... (ქართულად ვერ ვთარგმნე)

Update

  • წყალიც მიყვარს... ოღონდ ზომიერად. ცოტა ცურვა

Update

Update

  • მიყვარს წვრილმანი, უაზრო დეტლებით ხალხის გახარება. უცბად რო მოულოცავ დაბადების დღეს, სულ რომ არ გელოდება, ყვავილს რომ აჩუქებ, ისე, ყველანაირი მიზეზის გარეშე, უბრალოდ ყურადღებას რომ გამოიჩენ...

4 views

No comments yet. Be the first to comment.

More from this blog