Skip to main content

Command Palette

Search for a command to run...

რას ვერ ვიტან

Updated
2 min read

ყველაზე მეტად ვერ ვიტან, როცა ქართულ საიტზე შედიხარ და ინგლისურად იტვირთება.

და ქართულს რო უნდა დააჭირო სპეციალურად, რომ მერე ამოუცნობი კოდირებით იეროგლიფები ამოყაროს.

და Flash-საიტებს ვერ ვიტან.

Update
და Firefox-ში რო არ მუშაობს, იმ საიტებს ვერ ვიტან! (ბოლოს და ბოლოს, მარტო Internet Explorer-ი არსებობს ამ ქვეყანაზე?!)

Update
და iTunes-ის წარწერას: Rebuffering Stream (როცა ვუსმენ ინტერნეტ-რადიოს DI.FM)

Update
და პატიჟს ვერ ვიტან - მობრძანდით, დაბრძანდით, ინებეთ... ერთხელ ეტყვი არას, ორჯერ ეტყვი, სამჯერ... მაინც რომ არ ესმით... >:(

Update
და დამლაგებელი რომ აძრობს ტელეფონის დამტენს შტეფსელიდან. მე დავტოვებ - ეგ მოაძრობს. დავტოვებ - მოაძრობს...

Update
და როცა სვამენ ”წარსულების” სადღეგრძელოს! (წასულები ქვიათ მაგათ, და საერთოდ კი - გარდაცვლილები)

Update
და იმას, რომ დღე-ღამეში 24 საათია, ძილი არ გყოფნის, და ამის გამო რამდენი საინტერესო და სასარგებლო რამის გაკეთებას ვერ ასწრებ... :)

Update
და ლელა წურწუმიას ოფიციალური ვებ-გვერდი

Update
და სველი კოვზით ჯერ ხსნად ყავას რომ ყრიან ჭიქაში, და მერე შაქარს. და შაქარი რო ბინძურდება

Update
და მექსიკურ, ვენესუელურ, ბრაზილიურ სერიალებს (”საპნის ოპერებს”)

Update
და მარშუტკაში რომ დგებიან ფეხზე, მიდიან მძღოლთან და მერე ეუბნებიან - ”აი, აქ, აქ გამიჩერეო!”

და ერთი კაცი თუ ჩადის, მძღოლს რომ ეუბნება - ”გაგვიჩერეთო”

Update
და წარწერებს საიტებზე - ”საუკეთესო და ყველაზე მაგარი გასართობი ქართული საიტი”, როცა სინამდვილეში 2 გვერდზე მეტი არაფერი აქვთ, და ამ გვერდებზე კი სულ 3 ფოტო, 2 ლინკი და ერთი ძველთაძველი რამე კლიპი უდევთ...

Update
და საიტებს, რომლებიც pdf-ფაილებს გატენიან პირდაპირ ბრაუზერში გასახსნელად, და არ გთავაზობენ გადმოწერას ან დამახსოვრებას...

Update
და შაბათის შოუს, ღამის შოუს, ნიკა ქავთარაძის შოუს, ფარულ კამერას და საპონს (ეგეც რაღაც ეგეთია, რომელიღაც არხზე)

Update
და იმ რაღაც დებილურ რეალტონებს მობილურისთვის:

  • Excuse me, boss, you have a text message

  • ამომიღე ჯიბიდან

  • გაიღვიძე, იდიოტო, სამსახურში გაგვიანდება

ვერ ვიტან!!!

5 views

More from this blog

ბაბუ 👴

ბაბუაჩემი გამახსენდა, გიგლა. კორონას დროს გარდაიცვალა, 89 წლის ასაკში. არა, კორონამ არ მოკლა. თუმცა მაგას მნიშვნელობაც არ აქვს. მგონი 8-9 წლის იყო, ომი რომ დაიწყო. ის ომი ნუ, ხო ხვდებით. მთელი ცხოვრება იმას უყურებდა ადამიანი, რომ ომში დამარცხებული გე...

Nov 4, 20251 min read12

ხვრელი 🕳️

გაურკვეველი მიზეზებით, ყველა ადამიანი იბადება მკერდის არეში თანდაყოილილი დიდი ხვრელით. მიუხედავად იმისა, რომ ეს ხვრელი არანაირ უხერხულობას არ იწვევს, საზოგადოდ მიჩნეულია, რომ მისი ასე დატოვება არასახარბიელოა და ყველა ცდილობს მის ამოვსებას რამენაირად....

Oct 22, 20251 min read35

დღიური - ბლოგი

321 posts

ჩემი ბლოგის📑 აღდგენილი♻️ და სახეცვლილი ჩანაწერების✍️ მესამე3️⃣ სიცოცხლე🧬