# რას ვერ ვიტან

ყველაზე მეტად ვერ ვიტან, როცა ქართულ საიტზე შედიხარ და ინგლისურად იტვირთება.

და ქართულს რო უნდა დააჭირო სპეციალურად, რომ მერე ამოუცნობი კოდირებით იეროგლიფები ამოყაროს.

და Flash-საიტებს ვერ ვიტან.

***Update***  
და [Firefox](http://www.mozilla.org/)\-ში რო არ მუშაობს, იმ საიტებს ვერ ვიტან! (ბოლოს და ბოლოს, მარტო Internet Explorer-ი არსებობს ამ ქვეყანაზე?!)

***Update***  
და [iTunes](http://www.apple.com/itunes/)\-ის წარწერას: Rebuffering Stream (როცა ვუსმენ ინტერნეტ-რადიოს [DI.FM](http://www.digitallyimported.com/))

***Update***  
და პატიჟს ვერ ვიტან - მობრძანდით, დაბრძანდით, ინებეთ... ერთხელ ეტყვი არას, ორჯერ ეტყვი, სამჯერ... მაინც რომ არ ესმით... &gt;:(

***Update***  
და დამლაგებელი რომ აძრობს ტელეფონის დამტენს შტეფსელიდან. მე დავტოვებ - ეგ მოაძრობს. დავტოვებ - მოაძრობს...

***Update***  
და როცა სვამენ ”წარსულების” სადღეგრძელოს! (წასულები ქვიათ მაგათ, და საერთოდ კი - გარდაცვლილები)

***Update***  
და იმას, რომ დღე-ღამეში 24 საათია, ძილი არ გყოფნის, და ამის გამო რამდენი საინტერესო და სასარგებლო რამის გაკეთებას ვერ ასწრებ... :)

***Update***  
და [ლელა წურწუმიას ოფიციალური ვებ-გვერდი](http://www.lela.ge/)

***Update***  
და სველი კოვზით ჯერ ხსნად ყავას რომ ყრიან ჭიქაში, და მერე შაქარს. და შაქარი რო ბინძურდება

***Update***  
და მექსიკურ, ვენესუელურ, ბრაზილიურ სერიალებს (”საპნის ოპერებს”)

***Update***  
და მარშუტკაში რომ დგებიან ფეხზე, მიდიან მძღოლთან და მერე ეუბნებიან - ”აი, აქ, აქ გამიჩერეო!”

და ერთი კაცი თუ ჩადის, მძღოლს რომ ეუბნება - ”გაგვიჩერეთო”

***Update***  
და წარწერებს საიტებზე - ”საუკეთესო და ყველაზე მაგარი გასართობი ქართული საიტი”, როცა სინამდვილეში 2 გვერდზე მეტი არაფერი აქვთ, და ამ გვერდებზე კი სულ 3 ფოტო, 2 ლინკი და ერთი ძველთაძველი რამე კლიპი უდევთ...

***Update***  
და საიტებს, რომლებიც [pdf-ფაილებს](http://www.adobe.com/products/acrobat/adobepdf.html) გატენიან პირდაპირ ბრაუზერში გასახსნელად, და არ გთავაზობენ გადმოწერას ან დამახსოვრებას...

***Update***  
და შაბათის შოუს, ღამის შოუს, ნიკა ქავთარაძის შოუს, ფარულ კამერას და საპონს (ეგეც რაღაც ეგეთია, რომელიღაც არხზე)

***Update***  
და იმ რაღაც დებილურ რეალტონებს მობილურისთვის:

* Excuse me, boss, you have a text message
    
* ამომიღე ჯიბიდან
    
* გაიღვიძე, იდიოტო, სამსახურში გაგვიანდება
    

ვერ ვიტან!!!
