Skip to main content

Command Palette

Search for a command to run...

Melange

Updated
2 min read

ეს პოსტი საერთოდ არაფერს არ ნიშნავს. აი საერთოდ. აი ნუ ვაბშე-ვაბშე.
უბრალოდ დავყარე სურათები, დაათვალიერეთ და მოიფიქრეთ, რომელი რას ნიშნავს, რა ხდება საერთოდ, რას დაარქმევდით...

რამდენიმე დღით ვშორდები ქალაქს და ჩვეულ ტემპს/რიტმს, რისთვისაც წინასწარ ბოდიშს ვიხდი.

წავალ, დავისვენებ. გავნიავდები, გავიგულავებ... მერე რა, რომ ერთი თვე პაეზდკებში ვიყავი, ეს კვირა იცით რა დაძაბული იყო? :)

შორს არ მივდივარ, აქვე ვიქნები, ახლოს. ისე კი წავიდოდი შორს, ძალიან შორს - მსოფლიოს ახალ შვიდ საოცრებას ვნახავდი... ან თუნდაც, მართლა წავიდოდი აფრიკაში სამუშაოდ...

ამას წინად ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი (სულ კოლეგები) გავიცანი.
უგანდიდან, ბენინიდან, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკიდან, მალაიზიიდან, მონღოლეთიდან, კამბოჯიდან, ეკვადორიდან, ჩილედან ... რავი რამდენი იყვნენ, მაგათი...

ხოდა დავინტერესდი ძალიან. ადრეც მაინტერესებდა კაცო, უბრალოდ, ეხლა ძალიან დავინტერესდი.

სამუშაო მიმაქვს თან. ლეპტოპიც. რვეულები და ბევრი კალმები/ფანქრები (აი ტოშიბას საკაიფო პენალი რომ მაქვს). და მოლესკინის ძალიან მაგარი ბლოკნოტი, ჩანახატების ჩასაწერად.

რა მაგარი ენა გვაქვს... ჩანა-ხატის ჩასა-წერად. ჰმ. პენსიაზე რომ გავალ, ბევრ წიგნებს დავწერ, მარკესივით.
მანამდე დასკვნებს და სტატიებს ვწერ.
პერიოდულად ალბათ ფოტოებსაც გადავიღებ. მერე დავხატავ - სიბერეში.

მუსიკასაც წავიღებ, ბევრი მაქვს. მაგრამ მომბეზრდა, უკვე ყველაფერი მოსმენილი მაქვს, აიპოდიდან დივიდიზე უნდა გადავწერო და დავაარქივო ძველები, და ახლებს უნდა ჩავუჯდე. ამას წინათ გადმოვწერე კაი რაღაც-რუღაცეები, კაკ რაზ ეხლა მოვუსმენ მანქანაში.

კარგი იყო, 8 წლის წინანდელი მეგობარი, რომელიც ბოლოს 6 წლის ვნახე, ეხლა რომ ჩამოსული იყო და ცოტა ვიკონტაქტეთ. კი დავპირდი, ჩამოვალ მაგ შენს პატარა ევროპულ, მაგრამ სლავური და სოციალისტური წარმოშობის რესპუბლიკაში მეთქი, და რავი, ვნახოთ.

3 views

More from this blog

ბაბუ 👴

ბაბუაჩემი გამახსენდა, გიგლა. კორონას დროს გარდაიცვალა, 89 წლის ასაკში. არა, კორონამ არ მოკლა. თუმცა მაგას მნიშვნელობაც არ აქვს. მგონი 8-9 წლის იყო, ომი რომ დაიწყო. ის ომი ნუ, ხო ხვდებით. მთელი ცხოვრება იმას უყურებდა ადამიანი, რომ ომში დამარცხებული გე...

Nov 4, 20251 min read12

ხვრელი 🕳️

გაურკვეველი მიზეზებით, ყველა ადამიანი იბადება მკერდის არეში თანდაყოილილი დიდი ხვრელით. მიუხედავად იმისა, რომ ეს ხვრელი არანაირ უხერხულობას არ იწვევს, საზოგადოდ მიჩნეულია, რომ მისი ასე დატოვება არასახარბიელოა და ყველა ცდილობს მის ამოვსებას რამენაირად....

Oct 22, 20251 min read35

დღიური - ბლოგი

321 posts

ჩემი ბლოგის📑 აღდგენილი♻️ და სახეცვლილი ჩანაწერების✍️ მესამე3️⃣ სიცოცხლე🧬