# What makes me happy

მოკლედ, ბევრი რომ არ ვილაპარაკო, ერთმა ჩემმა მეგობარმა მირჩია - იმ სიასთან ერთად, ”[**ვერ ვიტან**](https://hashnode.com/post/cmh7y8gdn000902jm1yv52pvk)”-სია რომ მაქვს, ცოტა პოზიტივიც შეიტანეო შენს ცხოვრებაშიო...

ჰოდა, აქ ჩამოვწერ, იქნებ არსებობს რამე მაინც, რაც კარგ ხასიათზე მაყენებს...

* ღამე, მანქანა, შორი გზა, მუსიკა... - მიყვარს, სადმე შორს რომ მივდივარ, მანქანაზე რომ ვზივარ, ჩქარა რომ ვატარებ და კარგ მუსიკას რომ ვუსმენ... უბრალოდ, საქართველოს ტრასებზე ეგ შეუძლებელია, სადმე ევროპაში, აუტობანზე, კი ბატონო...
    

**Update**

რამდენი რამე დაწერეთ, გავგიჟდი! დავაკომენტებ მერე, ცალკე.

* მიყვარს მარტო ყოფნა და ღამე. და ღამის თბილისი...
    
* გაზაფხულის წვიმის სუნიც მიყვარს.
    
* მიყვარს შემოდგომა, ოდნავ გრილი საღამოებით
    
* მიყვარს ფანტასტიკა (საკითხავი) და კომედიები (სანახავი)
    
* მიყვარს ხუმრობა (ხანდახან გამომდის კიდეც) და მიყვარს ის ხალხი, ვისაც შეუძლია ხუმრობა (ოღონდ არა ”პახაბნად ღადაობა”)
    
* მიყვარს, როცა ქუჩაში მოვსეირნობ და შემხვედრი ხალხი მიღიმის.
    
* მიყვარს, როცა რაღაცას მეკითხებიან და შემიძლია ავუხსნა
    
* მიყვარს დილით ძილი
    
* უაზროდ წოლა და არაფერზე ფიქრიც მიყვარს (ოღონდ ხანმოკლე)
    
* კიდე: I love to love... (ქართულად ვერ ვთარგმნე)
    

**Update  
**

* წყალიც მიყვარს... ოღონდ ზომიერად. ცოტა ცურვა
    

**Update  
**

* მიყვარს [**A state of Trance**](http://arminonly.ru/)
    

**Update  
**

* მიყვარს წვრილმანი, უაზრო დეტლებით ხალხის გახარება. უცბად რო მოულოცავ დაბადების დღეს, სულ რომ არ გელოდება, ყვავილს რომ აჩუქებ, ისე, ყველანაირი მიზეზის გარეშე, უბრალოდ ყურადღებას რომ გამოიჩენ...
