Skip to main content

Command Palette

Search for a command to run...

ცვალებადი

Updated
1 min read

მიყვარს მზიანი დღეები, როცა ფერები მკვეთრად ჩანს, თბილა და ხალხი იღიმის. თბილისს რომ ორთქლი ასდის და დილით რომ ბრუნდები სახლში.

მიყვარს წვიმიანი დღეები, თუ სახლში ზიხარ და არსად გადიხარ. თბილად ხარ, ტელევიზორთან ან კომპთან (წიგნებმა ტუალეტში გადაინაცვლა - იქ ვკითხულობ ხოლმე, იმიტომ რომ wifi არ იჭერს)

მიყვარს სუსხიანი საღამოები, ამოსუნთქული ნახშირორჟანგი რომ იყინება და პატარ-პატარა ნაბიჯებით რომ დასეირნობ, ფეხი რომ არ დაგიცდეს.

მიყვარს შემოდგომის პირველი ქარები, მანქანით რომ მოსეირნობ ნახევრად ცარიელ ქუჩებში და ფოთლებს რომ გაყრის საქარე მინაზე.

მიყვარს ზაფხულის გრილი საღამოები, შორტებით, შლოპანცებით და ჯემპრით რომ ზიხარ ეზოში, ლუდს სვამ, ეწევი და კარტს თამაშობ.

მიყვარს გაზაფხულის დღეები, მოსასხამი რომ აღარ გჭირდება და ჰალსტუხიან ლანჩზე რომ მიდიხარ, ახლადგაპარსულზე მოდური სუნამო და სიგარეტის სუნი რომ აირევა ერთმანეთში და კარგ ხასიათზე გაყენებს.

მიყვარს ბნელი ღამეები, ახალი ნაწვიმარი რომაა და შუქნიშნებს ირეკლავს ასფალტი - რომ ვერ გაარჩევ, სად მიწაა და სად - ცა.

More from this blog

ბაბუ 👴

ბაბუაჩემი გამახსენდა, გიგლა. კორონას დროს გარდაიცვალა, 89 წლის ასაკში. არა, კორონამ არ მოკლა. თუმცა მაგას მნიშვნელობაც არ აქვს. მგონი 8-9 წლის იყო, ომი რომ დაიწყო. ის ომი ნუ, ხო ხვდებით. მთელი ცხოვრება იმას უყურებდა ადამიანი, რომ ომში დამარცხებული გე...

Nov 4, 20251 min read12

ხვრელი 🕳️

გაურკვეველი მიზეზებით, ყველა ადამიანი იბადება მკერდის არეში თანდაყოილილი დიდი ხვრელით. მიუხედავად იმისა, რომ ეს ხვრელი არანაირ უხერხულობას არ იწვევს, საზოგადოდ მიჩნეულია, რომ მისი ასე დატოვება არასახარბიელოა და ყველა ცდილობს მის ამოვსებას რამენაირად....

Oct 22, 20251 min read35

დღიური - ბლოგი

321 posts

ჩემი ბლოგის📑 აღდგენილი♻️ და სახეცვლილი ჩანაწერების✍️ მესამე3️⃣ სიცოცხლე🧬