Skip to main content

Command Palette

Search for a command to run...

ტესტი🧪

Updated
1 min read
💡
კითხვები
  1. დრო რა ფერია?

  2. გზა რა ფერია?

  3. სიყვარული რა ფერია?


💡
პასუხები
  1. დროის ფერი - ესაა თქვენი დამოკიდებულება თქვენს წარსულთან.
  • თუ თქვენთვის დრო მუქი, ბუნდოვანი, გაუმჭვირვალი ფერისაა, ესე იგი, მით უფრო მეტი მიზეზი გაქვთ, რომ დაივიწყოთ თქვენი წარსული, გაექცეთ გარკვეულ მოგონებებს.

  • თუ ღია, ხასხასა, გამჭვირვალე ფერებისაა თქვენთვის დრო, ესე იგი, ბედნიერი ბავშვობა, ნათელი და მხიარული მოგონებები გაქვთ.

  1. გზის ფერი - გზა არის თქვენი მომავლის ინტერპრეტაცია.
    აქაც იგივე პრინციპია - თუ ნათელ, მხიარულ, ჭრელ ფერებში ხედავთ, ესე იგი დარწმუნებული ხართ, რომ საინტერესო და მრავალფეროვანი ცხოვრება გელოდებათ წინ, ოპტიმიზმით ხართ განმსჭვალული.
    თუ შავად ან ნაცრისფრად აღიქვამთ გზას - ეს ნიშნავს, რომ მომავლისაგან კარგს არაფერს ელოდებით, პესიმისტურად ხართ განწყობილი.

  2. აი სიყვარულის ფერი კი ყველაზე საინტერესოა!
    ყვითელი, ან სხვა ღია, ბაცი ფერი - ფლეგმატური, ან საკმაოდ ცივი ხართ. გრძნობები უკანა პლანზე დგანან.
    შავი, მუქი ფერები - დეპრესიისაკენ მიდრეკილება, ყველაფრის დრამატიზების უნარი გირთულებთ ადამიანებთან ურთიერთობებს.
    წითელი, ხასხასა ფერები - თქვენ უდიდეს მნიშნველობას ანიჭებთ ვნებას. რაც მეტია წითელი ფერი, მით უფრო მეტად აფასებთ სექსს.

2 views

More from this blog

ბაბუ 👴

ბაბუაჩემი გამახსენდა, გიგლა. კორონას დროს გარდაიცვალა, 89 წლის ასაკში. არა, კორონამ არ მოკლა. თუმცა მაგას მნიშვნელობაც არ აქვს. მგონი 8-9 წლის იყო, ომი რომ დაიწყო. ის ომი ნუ, ხო ხვდებით. მთელი ცხოვრება იმას უყურებდა ადამიანი, რომ ომში დამარცხებული გე...

Nov 4, 20251 min read12

ხვრელი 🕳️

გაურკვეველი მიზეზებით, ყველა ადამიანი იბადება მკერდის არეში თანდაყოილილი დიდი ხვრელით. მიუხედავად იმისა, რომ ეს ხვრელი არანაირ უხერხულობას არ იწვევს, საზოგადოდ მიჩნეულია, რომ მისი ასე დატოვება არასახარბიელოა და ყველა ცდილობს მის ამოვსებას რამენაირად....

Oct 22, 20251 min read35

დღიური - ბლოგი

321 posts

ჩემი ბლოგის📑 აღდგენილი♻️ და სახეცვლილი ჩანაწერების✍️ მესამე3️⃣ სიცოცხლე🧬