# ტესტი🧪

კითხვები

1. დრო რა ფერია?

2. გზა რა ფერია?

3. სიყვარული რა ფერია?

პასუხები

1. დროის ფერი - ესაა თქვენი დამოკიდებულება თქვენს წარსულთან.

* თუ თქვენთვის დრო მუქი, ბუნდოვანი, გაუმჭვირვალი ფერისაა, ესე იგი, მით უფრო მეტი მიზეზი გაქვთ, რომ დაივიწყოთ თქვენი წარსული, გაექცეთ გარკვეულ მოგონებებს.

* თუ ღია, ხასხასა, გამჭვირვალე ფერებისაა თქვენთვის დრო, ესე იგი, ბედნიერი ბავშვობა, ნათელი და მხიარული მოგონებები გაქვთ.

2. გზის ფერი - გზა არის თქვენი მომავლის ინტერპრეტაცია.
აქაც იგივე პრინციპია - თუ ნათელ, მხიარულ, ჭრელ ფერებში ხედავთ, ესე იგი დარწმუნებული ხართ, რომ საინტერესო და მრავალფეროვანი ცხოვრება გელოდებათ წინ, ოპტიმიზმით ხართ განმსჭვალული.
თუ შავად ან ნაცრისფრად აღიქვამთ გზას - ეს ნიშნავს, რომ მომავლისაგან კარგს არაფერს ელოდებით, პესიმისტურად ხართ განწყობილი.

3. აი სიყვარულის ფერი კი ყველაზე საინტერესოა!
ყვითელი, ან სხვა ღია, ბაცი ფერი - ფლეგმატური, ან საკმაოდ ცივი ხართ. გრძნობები უკანა პლანზე დგანან.
შავი, მუქი ფერები - დეპრესიისაკენ მიდრეკილება, ყველაფრის დრამატიზების უნარი გირთულებთ ადამიანებთან ურთიერთობებს.
წითელი, ხასხასა ფერები - თქვენ უდიდეს მნიშნველობას ანიჭებთ ვნებას. რაც მეტია წითელი ფერი, მით უფრო მეტად აფასებთ სექსს.