Skip to main content

Command Palette

Search for a command to run...

საქართველო ისეთი ქვეყანაა...

Updated
2 min read

სადაც არავის არაფერი არ მოსწონს.
მეზობლებს არ მოსწონთ სხვისი ფანჯრებიდან წამოსული მუსიკა. მშობლებს არ მოსწონთ შვილების საქციელი. ბავშვებს არ მოსწონთ სკოლა. სკოლას არ მოწონს რეფორმა, რეფორმას არ მოწონს კადრები, კადრებს არ მოწონს საპენსიო გარანტიები, საპენსიო გარანტიებს არ მოწონთ ინფლაცია, ინფლაციას არ მოწონს სტაბილურობა, სტაბილურობას არ მოწონს ინერტულობა, ინერტულობას არ მოწონს სულსწრაფები, სულსრაფებს არ მოწონთ ზარმაცები, ზარმაცებს არ მოწონთ აქტიურები, აქტიურებს არ მოწონთ პასიურები, პასიურებს არ მოწონთ ოპტიმისტები, ოპტიმისტებს კი, თავის მხრივ - პესიმისტები...

მეგობრებს არ მოსწონთ ის კაფე; არა - აი ის ბარი; არა, მოდი სხვაგან წავიდეთ, ეგ მომბეზრდა, ის არ ვარგა, ეს გოიმურია, ის კიდევ საშინელებაა.

თანამშრომლებს არ მოსწონთ უფროსები, უფროსებს - მათი ქვეშევრდომები, დამლაგებლებს არ მოსწონთ დაცვა, დაცვას - მძღოლები, მძღოლებს არ მოსწონს პატრული, პატრულს არ მოსწონს სკვერებში ლუდი, ლუდს არ მოწონს ლიმონათი, ლიმონათს კი რძის პროდუქტი, რძის პროდუქტის მწარმოებელს არ მოწონს მომხმარებელი, მომხმარებელს არ მოწონს პოპული და ჯიმარტი, ამ ორს კი არ მოწონს გუდვილი, გუდვილს არ მოწონს კიდევ სხვა ქსელი, სხვა ქსელს არ მოწონს ვაი-ფაი, ვაი-ფაის არ მოწონს საკაბელო ტელევიზია, საკაბელო ტელევიზიას არ მოწონს ოპოზიციური არხები, ოპო-არხებს არ მოწონთ სხვა ჟურნალისტები, ჟურნალისტებს არ მოწონთ პოლიტიკური ესტებლიშმენტი, პოლიტიკურ ესტებლიშმენტს არ მოწონს, როცა ედავებიან; მთავრობას არ მოწონს ოპოზიცია, ოპოზიციას კიდევ - ერთმანეთი...

ისე, ერთმანეთი საერთოდ არავის არ მოსწონს - და-ძმა თმებს აწიწკნის, ცოლ-ქმარი ჩხუბობს, უბნელები ცემენ ერთმანეთს, კოლეგები ინტრიგებს ხლართავენ, კონკურენტები ერთმანეთს ძირავენ...

არავის არაფერი არ მოსწონს ამ ქვეყანაში, გარდა წარსულზე ოცნებისა.
მე კი წარსულზე ოცნება არ მომწონს - წინ გავიხედოთ, ამხანაგებო!
წინ, ნათელი მომავლისაკენ!

More from this blog

ბაბუ 👴

ბაბუაჩემი გამახსენდა, გიგლა. კორონას დროს გარდაიცვალა, 89 წლის ასაკში. არა, კორონამ არ მოკლა. თუმცა მაგას მნიშვნელობაც არ აქვს. მგონი 8-9 წლის იყო, ომი რომ დაიწყო. ის ომი ნუ, ხო ხვდებით. მთელი ცხოვრება იმას უყურებდა ადამიანი, რომ ომში დამარცხებული გე...

Nov 4, 20251 min read12

ხვრელი 🕳️

გაურკვეველი მიზეზებით, ყველა ადამიანი იბადება მკერდის არეში თანდაყოილილი დიდი ხვრელით. მიუხედავად იმისა, რომ ეს ხვრელი არანაირ უხერხულობას არ იწვევს, საზოგადოდ მიჩნეულია, რომ მისი ასე დატოვება არასახარბიელოა და ყველა ცდილობს მის ამოვსებას რამენაირად....

Oct 22, 20251 min read35

დღიური - ბლოგი

321 posts

ჩემი ბლოგის📑 აღდგენილი♻️ და სახეცვლილი ჩანაწერების✍️ მესამე3️⃣ სიცოცხლე🧬