ვიდრე ჰხვალ?
რა მიზანი გაქვს ამ ცხოვრებაში?
რა გამოძრავებს?
რისი მიღწევა გინდა?
რაიმე ღირებულის შექმნაზე არ ფიქრობ?
რატომ იღვიძებ ყოველ დილას, იღებ შხაპს, იხეხავ კბილებს, იცმევ, მიდიხარ?
რატომ სწავლობ ან რატომ ასწავლი?
რა არის შენი მთავარი, სანუკვარი, აუსრულებელი თუ რეალური ოცნება და სურვილი?
რატომ გინდა დაოჯახება და გამრავლება, რას მოგიტანს?
რატომ მეგობრობ შენნაირებთან და შენგან განსხვავებულ ხალხთან?
რომელი ენერგიის წყარო გასაზრდოებს?
რის ხარჯზე?
იცი, სად გინდა იყო სამი წლის შემდეგ? თუნდაც ხუთი ან ათი წლის შემდეგ?
დაგეგმილი გაქვს ის მინიმუმი, რისი მიღწევაც გინდა?
იცი, სად გინდა რომ იცხოვრო? და ის თუ იცი, რატომ გინდა?
რატომ მუშაობ? იმიტომ, რომ ჭამო? არა იმიტომ, რომ რაიმე შექმნა და სხვებს გაუზიარო?
საერთოდ თუ იცი, ვინ ხარ და რატომ მოხვდი ამ ქვეყანაზე?

