Skip to main content

Command Palette

Search for a command to run...

რატომ?

Updated
1 min read

რატომ იციან სპამერებმა მარკეტინგი ყოველთვის უფრო კარგად, ვიდრე ნორმალურმა კომპანიებმა?
რატომ არღვევს ყველა გაზეთი და ტელევიზია კანონს და მაინც იღებს ფოტოს და ვიდეოს სასამართლო დარბაზებში?
რატომ აღლაჭუნებს კევს მაღაზიის გამყიდველი, შენ კი გეუბნება, რომ არა აქვთ?
რატომ არეკლამებენ იმას, რაც გაყიდვაში არა აქვთ?
რატომ ეჩქარება ყველას ყველგან, მაგრამ მაინც აგვიანდება?
რატომ გისიგნალებენ ყვითელზე, მწვანეზე დგანან და წითელზე გადიან?
რატომ გადაგვარდა თავმოყვარეობის გრძნობა?
რატომ გაფუჭდა ფოსტა და ტელევიზია?
რატომ აღარ ისმის ახალ-ახალი ანეკდოტები?
რატომ არის პრესა ყვითელი, გლამური კი ვარდისფერი?
რატომ უნდა ეღირსოს ამ ქალაქს სექსი, ისიც მხოლოდ კინოში, მეორე სერიის სახით?
რატომ არის ყველა შოუ ასეთი მდაბიო შინაარსის და იუმორის მქონე?
რატომ არ გვჯერა იმათი, ვისიც უნდა გვჯეროდეს და რატომ გვჯერა იმათი, ვისიც არ უნდა დავიჯეროთ?
რატომ ვერ გვაჯერებენ ისინი და რატომ ვერ გვაჯერებენ ესენი?
რატომ ლანძღავს ყველა ერთმანეთს?
რატომ უნდა წახვიდე მოუსვლელში და გეგონოს, რომ ამით წაუსვლელებს გააქცევ?
რატომ არ გადაანაწილა მთავრობამ გაზაფხულის ორთვიანი გადაუღებელი წვიმა ისე, რომ ზაფხულშიც გავგრილდეთ?
რატომ იხსნება დაუმთავრებელი შენობები და გზები?
რატომ იხურება გახსნილი რამე-რუმეები?
რატომ ვიმეორებ პოსტს, რომელიც თითქოს უკვე დაწერილი მაქვს*?
რატომ არ გინდათ დაამატოთ კომენტარებში თქვენი კითხვები?

1 views

More from this blog

ბაბუ 👴

ბაბუაჩემი გამახსენდა, გიგლა. კორონას დროს გარდაიცვალა, 89 წლის ასაკში. არა, კორონამ არ მოკლა. თუმცა მაგას მნიშვნელობაც არ აქვს. მგონი 8-9 წლის იყო, ომი რომ დაიწყო. ის ომი ნუ, ხო ხვდებით. მთელი ცხოვრება იმას უყურებდა ადამიანი, რომ ომში დამარცხებული გე...

Nov 4, 20251 min read12

ხვრელი 🕳️

გაურკვეველი მიზეზებით, ყველა ადამიანი იბადება მკერდის არეში თანდაყოილილი დიდი ხვრელით. მიუხედავად იმისა, რომ ეს ხვრელი არანაირ უხერხულობას არ იწვევს, საზოგადოდ მიჩნეულია, რომ მისი ასე დატოვება არასახარბიელოა და ყველა ცდილობს მის ამოვსებას რამენაირად....

Oct 22, 20251 min read35

დღიური - ბლოგი

321 posts

ჩემი ბლოგის📑 აღდგენილი♻️ და სახეცვლილი ჩანაწერების✍️ მესამე3️⃣ სიცოცხლე🧬

რატომ?