Skip to main content

Command Palette

Search for a command to run...

რატომ???

Updated
2 min read

რატომაა ცხოვრება ასეთი აწეწილი?

რატომ არ მოდიხარ? რატომ არ ვურეკავ? რატომ არ მიღიმის? რატომ მეპრანჭება? რატომ ვმუშაობ? რატომ არ გაქვს ბევრი ფული? რატომ ნერვიულობ? რატომ არის ის დეპრესიაში? რატომ მაქვს ხუჭუჭა თმა? რატომ ხარ მსუქანი? რატომ ვერ ბედავ? რატომ არის ასეთი უზრდელი? რატომ მინდა? რა გინდა? რატომ გცხელა? არ გცივა? რატომ უნდა როო? რატომ ხდება ის, რაც ხდება, და რატომ არ ხდება ის, რაც უნდა მოხდეს? რატომ ემართება ხალხს ის, რაც მათ არ უნდათ? რატომ შიათ აფრიკაში ბავშვებს? რატომ ვერ თამაშობენ ქართველები ფეხბურთს? რატომ დაავიწყდა კაცობრიობას სიყვარული? რატომ ვერ დაივიწყეს ადამიანებმა ომი? რატომ არ ჩამოდიან უცხოპლანეტელები? ჩვენ რატომ არ მივფრინავთ? რატომ მიყვარს თბილისი? რატომ არ მიყვარს ხალხი? რატომ გეშლება ნერვები ყველაფერზე? რატომ უნდა გააკეთო ის, რაც არ გინდა? რატომ გეტირება ხანდახან მუსიკაზე? რატომ ვერ ვხატავ? რატომ გინდა რომ მატკინო? რატომ ვერ მოწყვიტავ იმ ხილს, რაც გინდა? რატომ ვერ შეხვალ ორჯერ ერთ მდინარეში? რატომ ქადა და ორი ხელით? რატომ არ ვიცით ის, რაც გამოგვადგებოდა? რატომ არ გვინდა მარტო ყოფნა? რატომ დაფრინავენ სიზმრებში მხოლოდ ბავშვები? რატომ დამავიწყდა კარგი? რატომ გეძლევა ის, რაც არ გინდა? რატომ ვერ მიდიხარ იქამდე, სადამდეც გინდა? რატომ არ იცი, რა გინდა? რატომ სვამ ამდენ შეკითხვას? რატომ აკეთებენ ადამიანები ცუდ რაღაცეებს? რატომ აკეთებენ ასე ცოტა ბავშვებს? რატომ ვიბადებით ამ ქვეყანაზე? რატომ მიკვდება ხანდახან გული? რატომ არ გვაქვს ცრემლები? რატომ უნდათ, რომ გაგხლართონ ობობის ქსელებში? რატომ არაა მარტივი და ლამაზი ყველაფერი? რატომ მოწონთ ერთი, და აკეთებენ მეორეს? რატომ არ მოწონთ ამათ არავინ და არაფერი? რატომ არ გამოგივა დღეს ის, რაც ხვალ გამოგდის? რატომ არაა არავინ დამნაშავე? რატომ არ შეგიძლია, მაისურის ამარა წახვიდე მსოფლიოს გარშემო მოგზაურობაში? რატომ ქერა და არა ჟღალი? რატომ ცისფერი თვალები და არა მწვანე? რატომ ვსვამთ ამდენს? რატომ გვეჩქარება ყველგან და ყოველთვის? რატომ არ შეიძლება, ეს ღამის საუბრები სხვა დროს გადაიდოს? რატომ არ მყოფნის დრო? რატომ რატომ რატომ რატომ რატომ რატომ რატომ რატომ რატომ რატომ რატომ რატომ რატომ რატომ რატომ რატომ რატომ რატომ რატომ რატომ რატომ რატომ რატომ რატომ რატომ რატომ რატომ?

6 views

More from this blog

ბაბუ 👴

ბაბუაჩემი გამახსენდა, გიგლა. კორონას დროს გარდაიცვალა, 89 წლის ასაკში. არა, კორონამ არ მოკლა. თუმცა მაგას მნიშვნელობაც არ აქვს. მგონი 8-9 წლის იყო, ომი რომ დაიწყო. ის ომი ნუ, ხო ხვდებით. მთელი ცხოვრება იმას უყურებდა ადამიანი, რომ ომში დამარცხებული გე...

Nov 4, 20251 min read12

ხვრელი 🕳️

გაურკვეველი მიზეზებით, ყველა ადამიანი იბადება მკერდის არეში თანდაყოილილი დიდი ხვრელით. მიუხედავად იმისა, რომ ეს ხვრელი არანაირ უხერხულობას არ იწვევს, საზოგადოდ მიჩნეულია, რომ მისი ასე დატოვება არასახარბიელოა და ყველა ცდილობს მის ამოვსებას რამენაირად....

Oct 22, 20251 min read35

დღიური - ბლოგი

321 posts

ჩემი ბლოგის📑 აღდგენილი♻️ და სახეცვლილი ჩანაწერების✍️ მესამე3️⃣ სიცოცხლე🧬