Skip to main content

Command Palette

Search for a command to run...

თბილისი

Updated
4 min read

ცხელა...
დადიხარ კი არა, დარბიხარ, გაგრილების მიზნით, იმ ანეკდოტის გმირივით...
მაგრამ ვერ გაიყინები, სამუმი (უდაბნოს ცხელი და მშრალი ქარი) ყოველ კუთხეშია ჩასაფრებული...

მივხვდი, რატომ ვარ ასეთი, როგორიც ვარ... რატომ მაქვს უეცრად და რადიკალურად ცვალებადი ხასიათი (ვიღაც-ვიღაცეებს რომ დაავადება გონიათ)...

იმიტომ, რომ ჩემი ქალაქიც ეგეთია. ”ემ საათში” მდუღარე, მეორე წუთში კი - ცივი...
თბილისის ნაწილი ვარ მეც, და ამიტომ ვარ ეგეთი...

ჩვენ ყველანი თბილისის ნაწილი ვართ...

დიდი, მთაგორიანი, ამავე დროს პატარა და კომპაქტური...
ორმოებიანი და ლამპიონებიანი (მაოცებენ-მეთქი)
მთავრობიანი და უთავბოლო...
პატარ-პატარა, დანგრეული შუკები და დიიიდი, გაშლილი პროსპექტ/გზატკეცილები...
მერე, წყალსაცავები? მდინარეები და ტბები? სამ-სამი გვაქვს - საკრალური რიცხვია (აბა, ვინ დაასახელებს კომენტარებში თბილისის სამ მდინარეს და სამ ტბას?)
ძველი დანგრეული ”მასკვიჩები” და გასისინებული ”მაიბახები”
მშიერი კომპოზიტორ/მხატვარ/მსახიობ/რეჟისორ/მუსიკოს/ინტელიგენტები და გაზულუქებული არავისროარწარმოადგენენისინი/ვაჭრუკანები/ინტრიგანები
ძაღლები და ბოზები
ქურდები და კაი ბიჭები
კატები და ვირთხები
ნაგავი ყველგან...
ნანგრევები და 30-სართულიანი პროექტები...
ცხელი ასფალტი - ზოგი ხარშვისგან, ჯერ არდასხმული, ზოგიც მზისგან, დამდნარი...
კაფეები, სასადილოები, რესტორნები, ბარები, პაბები, სამიკიტნოები, სასაუზმეები, ბუფეტები, სნეკ- და სტეიკ-...
ჩინურები და არავინარიცისსადაურები
სახაშე, სახინკლე, სამწვადე, საპურმარილე, ჭამა-სმის სამინისტრო...
ლუდი - ცხელი, და ყავა - ცივი...
და ლუდის ქარხნები... გვერდით - პოლიტიკური ბედის სამჭედლოები...
ღვინის მარნები და სახლები და მაინც - გაუგებარი ხარისხის ღვინო, აღარ იცი, სად იყიდო... ისევ ოჯახის ჯობია...
და ოჯახები?
დანგრეული, დაბზარული, ახლადშექმნილი, თავიდანშეკოწიწებული? და ოჯახის ახლობლები? და ახალი ხილი - ოჯახის ექიმი...
და საავადმყოფოები - კლინიკები (პოლი და ისე, მაკარტნი...) ცენტრები - სილამაზის და სიუშნოვის (სწორი სიტყვაა?)
და მათხოვრები და გიჟები და კოლორიტები და ბირჟავიკები და საელჩოს დაცვები და სომბრეროიანი მეტრ დ’ოტელები და ბოშები და ქუჩის მუსიკოსები და ტაქსის მძღოლები და ასოციალური ტიპები ირევიან... ავტობუსში გვერდი-გვერდ სხედან მაგარი ნაშები და ბუხოი ტიპები, სუნიანი როჟები და სვეცკი კლიენტები...
და ფერები? ყვითელი - ავტობუსები... წითელი - ტაქსები... ლურჯი პოლიციელები... შავი ყველა... სამაგიეროდ: სახლები ხოა ჭრელი და უგემოვნო? ფერთა გამა ისევე აჯაფსანდალია, როგორც ყველაფერი თბილისში...
პოლიტიკური სპექტრი, მაგალითად...
გუშინ მკვლელები, დღეს ადამიანის უფლებების დამცველები...
გუშინ მაგრები, დღეს ბანძები...
და ქურთები და სომხები და ებრაელები და ბერძნები და აზერები და რუსები და უკრაინელები და აფხაზები და ოსები და მეგრელები და თბილისლები...
სვეცკი უბნები და ბანძი დასახლებები.
გაღმელები და გამოღმელები...
სკოლები? ნომრები? და უნივერსიტეტები? - რამდენი...
სამსახურები და ოფისები და უმუშევრები, უპოვარნი
პროფილაქტიკები და კალონკები (ნუ, ბენზინგასამართი სადგურები).
ტროლეიბუსები და ტრამვაები
და სტალინის ბარელიეფი - ერთი, მთელი 350 კვადრატული კილომეტრის მანძილზე
და 40 კილომეტრი მტკვრის გაყოლებაზე - სიგრძეში
და მეტრო
მარკეტები...
საბითუმო რაღაც-რუღაცეები, ჯიხურები... კინოები, საგამოფენო დარბაზები, ტელეარხები, თეატრები, ბანკები...
რაც მთავარია, მარშერები (უკვე ცოტა, მალე საერთოდ აღარ...)
ავეჯის გადაზიდვის სერვისი და გზებზე ტექდახმარება... 03 და 09
შუქნიშნები და ახლები, თითის დასაჭერით

რამდენი რამეა, აღარ ვიცი... ყველაფერი ჩემშია, და მე ვარ ყველაფერ ამაში... აი ესაა პრობლემა...
რადიოები. დივიდი-გაქირავებები. მობილურები - ნახმარი, უხმარი, სახმარი, სამხარი... ოპერატორები, და დივაიდერები და ბაინდერები
სიგნალები და გინებები...
დალევა და სიმღერა, ცეკვა...
იაფფასიანი შოუები და დიიიდი ბლეფი
გატრაკება და შეცემა, და შიგ ხო არა გაქ, მე ვარ შე ჩემა
და ბოზიშ... და შენი დედის ტრ...
და უკაცრავად, გეთაყვა, რამეთუ...
და მსუქანი, რომელიც ძალიან გახდა, და გამხდარი, რომელიც ძალიან გასუქდა...
და ბავშვები, ქვიშაში და მტვერში... და წებო პარკში, გულის ჯიბით
დანგრეული ქარხნები, აშენებული სასტუმროები...
და წარწერები ”ყლე”
და მე+შენ=სიყვარულს (და გულს)
გარაჟები და სარდაფები...
ძვლები - ხალხის და ცხოველების... სუნი და სურნელი...
გამქრალი ნაგვის ყუთები, დარჩენილი ლექსები...
გაურითმავი სიმღერები და გარითმული სადღეგრძელოები... ვერანდები და ტერასები... ფარდულები და ფანჩატურები. ნარდი, დომინო, ჭადრაკი, შაშკი...
პრეფერანსი, ჯოკერი, სეკა, ბურა, აჩკო...
კაზინო და პოკერები...
სამინისტროები და დაწესებულებები, ქაღალდის გადაუმუშავებელი გროვა, დაცლილი კარტრიჯები და ინტერნეტ-შეერთებები...

პანაშვიდები, ქორწილები - გვერდიგვერდ... ტირილი და სიცილი - ერთად. და-ძმასავით. და ტრაგედია, უბედურება - კედლის მიღმა კი ბედნიერება, და გამრავლება...
მგლები და არწივები (წიპა ლეკვები და ბუდე)
ჰესები და მოჭრილი რადიატორები.
ევრორემონტი და სარატოვის მაცივრები
დაშენებული და მოშენებული
გაბზარული და მთელი
მიწისძვრები და წყალდიდობები და სასაფლაოები და ეკლესიები
და მღვდლები
და მოსამართლეები და ენჯეოშნიკები
ქვაფენილი და უგზოობა
დახაზული და წაშლილი
სახეები და ტრაკები
ჟეშტის ბოზები და პონტის კაცები
და ნაშები, ციყვები, კრაკადილები ნილოსი როცა დაშრა და გრძელთმიანი თინეიჯერი ბიჭები, და გადაპარსული თინეიჯერი გოგოები
და ბებრუხანები, რომლებიც თავს იახალგაზრდავებენ, და ახალგაზრდები, რომლებიც ადრე იბერებენ თავს...
მარტოხელა დედები და წვრილშვილიანი მამები...
ცოლები და საყვარლები და ქმრები და იობარები
მტრედები და ბეღურები
წიგნები გადაუშლელი და ბიბლიოთეკები ცარიელი
ლექსები წაუკითხავი და მოთხრობები დაუწერელი
ენით აღუწერელი
სისაძაგლეები და პატარ-პატარა პროჭობები, რასაც ადამიანები ჩადიან...
და მაინც ნაცნობ/მეგობრები
ახლობლები და მტრები
ერთად და ცალ-ცალკე...
ცეხები და ციხეები
წამალი და ნარკომანი, ქეში და გაშიში, დისკო და კლუბი, ექსტაზი და სექსი
გარყვნილი და პატიოსანი
მხიარული და მოწყენილი
კეთილი და ბოროტი
კარგი და ცუდი
და ეს ყველაფერი თბილისი...

მძულს და მიყვარს ერთად. ჩემია, და თან საერთოდ არაა ჩემი... სხვისია, და თან არავისი... თავის თავისაც ვერაა, ეგ უბედური... გვაჭმევს, გვასმევს და ჩვენ ვაჯვამთ და ვაფურთხებთ და ამ ქალაქიდან ვაჯვამთ სხვაში, სხვის ქალაქში...
ჩინური, მოტკბო-მომჟავო სოუსივითაა... გეწებება, ბლანტია რაღაცნაირი... და მშობლიური... ტრაგედია, კომედია, ფარსი - აქაა, ხელის გულზე... და ისტორია? საცოდავი, უბედური... და ტყავი რამდენჯერ გააძრეს? და რამდენი შვილი მოუკლეს? და რამდენი მოაჭრეს, კი არ მიამატეს. და რატო? რისი გულისთვის? რა დააშავა? შენია რა, შენი... და შენც მაგისი ხარ, თავით-ფეხებამდე, მძღნერიანად...

არ გიყვარს? დაგენძრა. გიყვარს? აბა დანძრეული გქონია...
მიგიღებს თუ არ მიგიღებს, არავინ იცის...
აქ დაიბადე თუ მერე ჩამოხვედი - სულერთია. ის ეგეთია, და ეგაა, რაცაა...

ვეღარ ვამთავრებ... იგივეა - თბილისიც ეგრეა - დაიბადა ძლივს-ძლივობით, ნადირობისას, ნაბიჭვარივით, მალულად... და ამდენი ხანია წვალობს, და შენდება და ინგრევა... და ვერც წინ მიდის, ვერც უკან...მარტო სიგრძეში... და აღარ მთავრდება და ვეღარც დამთავრდება... აღარასოდეს და ვეღარასოდეს...

სულ. მუდამ. აქ. ის. მეც. შენც.
გინდა-არ გინდა

More from this blog

ბაბუ 👴

ბაბუაჩემი გამახსენდა, გიგლა. კორონას დროს გარდაიცვალა, 89 წლის ასაკში. არა, კორონამ არ მოკლა. თუმცა მაგას მნიშვნელობაც არ აქვს. მგონი 8-9 წლის იყო, ომი რომ დაიწყო. ის ომი ნუ, ხო ხვდებით. მთელი ცხოვრება იმას უყურებდა ადამიანი, რომ ომში დამარცხებული გე...

Nov 4, 20251 min read12

ხვრელი 🕳️

გაურკვეველი მიზეზებით, ყველა ადამიანი იბადება მკერდის არეში თანდაყოილილი დიდი ხვრელით. მიუხედავად იმისა, რომ ეს ხვრელი არანაირ უხერხულობას არ იწვევს, საზოგადოდ მიჩნეულია, რომ მისი ასე დატოვება არასახარბიელოა და ყველა ცდილობს მის ამოვსებას რამენაირად....

Oct 22, 20251 min read35

დღიური - ბლოგი

321 posts

ჩემი ბლოგის📑 აღდგენილი♻️ და სახეცვლილი ჩანაწერების✍️ მესამე3️⃣ სიცოცხლე🧬