Skip to main content

Command Palette

Search for a command to run...

Он - 13 (3)

Updated
2 min read

Смотрел на играющих детей.

რაღაც ნაზავი იყო სპორტის სხვადასხვა სახეობებისა.
მხიარულობთ, ბავშვებო?

ხვალ აღარ გაუხარდებათ. არაფერი. ნუ, ხვალ თუ არა, ოდესღაც მაინც გაიზრდებიან.

ეს ბიჭი ნარკომანი გამოვა და ძალიან ახალგაზრდა მოკვდება. ეს კი - მთელი ცხოვრება იწვალებს, ვერაფერს მიაღწევს, გამწარდება და მკვლელად გადაიქცევა - სამყაროზე რომ შური იძიოს. ეს გოგო გაბოზდება ალბათ. ან კიდევ უარესს იზამს. სიმპატიური გოგოა და ბევრ გულს გახეთქავს, ბევრ კაცს დაღუპავს. შეიძლება სულაც წესიერი და პატიოსანი დიასახლისი გახდეს, და ერთი ადამიანი გააბედნიეროს. გააჩნია, ვინ შეხვდება, და ვის შეხვდება ცხოვრებაში.

ბურთი მანქანას მოხვდა. არც განძრეულა. გოგონამ მიირბინა, ბოდიში მოუხადა და ბურთი აიღო.

დიასახლისის თვალები ქონდა.

გაახსენდა უცბად ბნელი სადარბაზო, სარდაფში ჩასასვლელ კიბეებზე მოწყობილი ”შტაბი”. ორნი - ასე თორმეტი წლის ბიჭი და გოგო - ცამეტის.

მოკიდებ? Потрогай, не бойся.

აკრძალული ხილი და სინდისის ქენჯნა. მერე ბევრი წელიწადი გავიდა.

ისევ შეხვედრა, რომელიღაც კლუბში. აი ამას კი არ ქონია დიასახლისის თვალები. არასოდეს.

გამო ერთ წამს გვერდზე.

გაყვა ტუალეტში.

მოდი სულელო, მოდი აქ.

მივარდა, თვითონაც არ იცოდა, რატომ... კაბა აუწია, კალგოტკებს ვერასოდეს იტანდა, ჩახადა (ხო, კი არ გახადა).

პირსაბანზე დასვა, კარი ჩაკეტა. ეს მინდა ეხლა მე? ხელებს ახსოვდათ კიდევ. ამიტომ თვალდახუჭულმა გააგრძელა.

ჯინსი - ღილებზე. უცხო ხელები ეფერება, რაღაცას ჩურჩულებენ ყურში უცხო ტუჩები.

დროზე მოვრჩეთ და მერე ვეტყვი, რომ ვერ ვიტან. მთელი ცხოვრება ეძებდა და ვერ იტანდა, ეზიზღებოდა, იმიტომ რომ უყვარდა...

დიასახლისისთვალებიანი გოგო გაკვირვებული უყურებდა უცხო კაცს, რომელსაც თვალებში უცბად სიყვარულმა და სიძულვილმა ერთად გაუელვა... მერე ისევ დამშვიდდა - თვალები ისევ არაფრისმთქმელ, არაადამიანის თვალებად გადაიქცა.

ხელიდან გავარდნილი ბურთი ზანტად გაგორდა...
გოგონა სახლში გარბოდა.

More from this blog

ბაბუ 👴

ბაბუაჩემი გამახსენდა, გიგლა. კორონას დროს გარდაიცვალა, 89 წლის ასაკში. არა, კორონამ არ მოკლა. თუმცა მაგას მნიშვნელობაც არ აქვს. მგონი 8-9 წლის იყო, ომი რომ დაიწყო. ის ომი ნუ, ხო ხვდებით. მთელი ცხოვრება იმას უყურებდა ადამიანი, რომ ომში დამარცხებული გე...

Nov 4, 20251 min read12

ხვრელი 🕳️

გაურკვეველი მიზეზებით, ყველა ადამიანი იბადება მკერდის არეში თანდაყოილილი დიდი ხვრელით. მიუხედავად იმისა, რომ ეს ხვრელი არანაირ უხერხულობას არ იწვევს, საზოგადოდ მიჩნეულია, რომ მისი ასე დატოვება არასახარბიელოა და ყველა ცდილობს მის ამოვსებას რამენაირად....

Oct 22, 20251 min read35

დღიური - ბლოგი

321 posts

ჩემი ბლოგის📑 აღდგენილი♻️ და სახეცვლილი ჩანაწერების✍️ მესამე3️⃣ სიცოცხლე🧬

Он - 13 (3)