Skip to main content

მუსიკალური პოსტი

Published 1 min readMarkdown

ხო, ალბათ მუსიკის გარეშე მართლაც არ შემიძლია ცხოვრება...

რამდენიმე კატეგორია არსებობს:
მუსიკა, რომელსაც ყოველთვის შეგიძლია, უსმინო
მუსიკა, რომელსაც მხოლოდ ცუდ ხასიათზე უსმენ
მუსიკა, რომელსაც მხოლოდ კარგ ხასიათზე უსმენ
და მუსიკა, რომელსაც არასოდეს უსმენ :)

არსებობს ისეთი კომპოზიციები, რომლებსაც გინდა უსმინო და ვერ უსმენ ტკივილის გარეშე.
არსებობს ისეთები, რომლებიც ყოველთვის მოგწონდა და მოგეწონება, უბრალოდ აღარ უსმენ ხოლმე.

მერე, დროსთან ერთად, ისევ შეგიძლია ხოლმე უკვე მოუსმინო - და თავიდან მოგწონს.
არსებობს მუსიკა, რომელიც არასოდეს დაგავიწყდება - სულ შენთანაა.

კიდევ არსებობს ისეთი მუსიკა, რომელიც შენში რაღაც გრძნობებს ბადებს, ან აღვიძებს - აი მაშინდელს, პირველად რომ მოუსმინე...

ჩემთვის სხვადასხვა მუსიკასთან სხვადასხვა ხალხი ასოციირდება. სხვადასხვა ადგილები, მოვლენები, სუნი, ამინდი, გრძნობები, ეიფორია ან სულაც დეპრესია...

ალბათ ამიტომაც სულ რადიოს ვუსმენ ხოლმე მანქანაში - რამე ახალი რომ მოიტანოს ;)

1 view

No comments yet. Be the first to comment.

More from this blog