Skip to main content

Command Palette

Search for a command to run...

მადლობა

Updated
2 min read

დღეს არის მადლობის საერთაშორისო დღე :)

სასაცილოა თითქოს, მაგრამ სინამდვილეში ამას სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ!

გაიხსენეთ, რამდენ ხალხს აქვს ჩვენთვის სიკეთე გაკეთებული, რამდენს ვუყვარვართ, რამდენი მეგობარი და კეთილისმსურველი გვყავს, რამდენი დამსახურება აქვთ სხვებს ჩვენს მიმართ...

დაურეკეთ, მიწერეთ და მადლობა გადაუხადეთ!

მე მადლობას ვუხდი ჩემს ბებიებს და ბაბუებს, ვინც გამზარდა და წერა/კითხვა მასწავლა, აგრეთვე მანქანის ტარება (თუ არა, ეს რომელიღაც ბიძამ მასწავლა მგონი) და უბრალოდ შრომა - საბოლოო ჯამში ჩემგან ჩამოყალიბდა ის ადამიანი, რომელიც ეხლა აქ ზის და ბლოგზე რაღაც სისულელეებს წერს.

მადლობა მშობლებს, რომ გვერდში მიდგანან ამდენი ხანია და თავისი კრიტიკული შენიშვნებით ცხოვრებას მიხალისებენ.

მადლობა ჩემს მეგობრებს, რომლებიც ... ეუფ, ამას ცალკე პოსტი უნდა მგონი.

მადლობა სკოლის მასწავლებლებს და საერთოდ, მთელს ჩემს სკოლას - თავისუფალ ადამიანად რომ გამზარდეს, იმისათვის.

მადლობა ყველა იმ ხალხს, ვისთანაც ჩემი ცხოვრების განმავლობაში სტუმრად ყოფნა მომიწია (იაპონიიდან დაწყებული ერევნით დამთავრებული) - მათი დახმარებით ახალი ჰორიზონტები დავინახე
(მიუხედავად იმისა, რომ ცხრა მთასა და ცხრა ზღვას იქითაც კი ვარ ნამყოფი, სვანეთსა და ხევსურეთამდე ვერ მიმიღწევია)

მადლობას ვუხდი ჩემს მეზობლებს, ჩემს ნათესავებს და ნაცნობებს, თანამშრომლებს და კოლეგებს, კურსელებს და კლასელებს - ამ უკანასკნელებს განსაკუთრებით, იმიტომ რომ ბოლო დროს თითქოს თავიდან დავმეგობრდით, ერთმანეთი ისევ ვიპოვნეთ და ეს ძალიან კარგია (არ არის ცუდი).

მადლობა აგრეთვე... ჩემს მტრებს. ხალხს, ვისაც ჩემი შურს. იმათ, ვინც არ მიცნობს და ვერსაოდეს გამიცნობს. ვისაც უნდა, რომ ხელი და ფეხი მომტყდეს. ვისაც არ უნდა, რომ რამე წარმატებას მივაღწიო. ბოროტ და უბრალოდ, სულელ ხალხსაც ვუხდი მადლობას - თქვენი დამსახურებაცაა იმაში, თუ ვინ ვარ მე, და რა ადამიანი დავდექი (ამ ყველაფერს ისე ვწერ, თითქოს ეხლა გავხდი 18 წლის და თავი მომაქვს...)

ხოო, ჩემი ბლოგის ძვირფას სტუმრებსაც მადლობა ბევრი კომენტარისათვის :)

მეგობრებს კი მაინც ყველაზე განსაკუთრებული ადგილი უჭირავთ.

2 views

More from this blog

ბაბუ 👴

ბაბუაჩემი გამახსენდა, გიგლა. კორონას დროს გარდაიცვალა, 89 წლის ასაკში. არა, კორონამ არ მოკლა. თუმცა მაგას მნიშვნელობაც არ აქვს. მგონი 8-9 წლის იყო, ომი რომ დაიწყო. ის ომი ნუ, ხო ხვდებით. მთელი ცხოვრება იმას უყურებდა ადამიანი, რომ ომში დამარცხებული გე...

Nov 4, 20251 min read12

ხვრელი 🕳️

გაურკვეველი მიზეზებით, ყველა ადამიანი იბადება მკერდის არეში თანდაყოილილი დიდი ხვრელით. მიუხედავად იმისა, რომ ეს ხვრელი არანაირ უხერხულობას არ იწვევს, საზოგადოდ მიჩნეულია, რომ მისი ასე დატოვება არასახარბიელოა და ყველა ცდილობს მის ამოვსებას რამენაირად....

Oct 22, 20251 min read35

დღიური - ბლოგი

321 posts

ჩემი ბლოგის📑 აღდგენილი♻️ და სახეცვლილი ჩანაწერების✍️ მესამე3️⃣ სიცოცხლე🧬