პრაზდნიკები
ხო, ხო, ეგრეა, დილა, პახმელია, თოვლი, სიცივე, სითბო, მშრალი აზრები და გაყინული ტვინი, მოძრაობა გიჭირს და პირი გამომშრალი, არ გშია, არც გწყურია, განძრევაც გეზარება, მაგრამ უნდა ადგეთ, ძაღლი გაასეირნოთ, კატას აჭამოთ, გათბობა ჩართოთ, დაურეკოთ მეგობრებს და ერთი საათი ელაპარაკოთ, სმს-ები დააგზავნოთ ტექსტით ”ხო, ჩვენც გილოცავთ, მრავალს დაესწარით”, ყავა დაადგათ და ტოსტები მოამზადოთ, გარეთ ქარია, მზე და თოვლი მოდის, მანქანა გაყინულია, უნდა დაქოქო, შემობრუნდე სახლში და ხმამაღლა დაიყვირო - ”ყავა მზადაა!”
უნდა ისაუზმოთ, თან ჩართო ტელევიზორი და რამე დებილურ ფილმს უყურო, სანტა კლაუსის ეგზისტენციალური პრობლემებით რომაა გამოტენილი, მერე უნდა გადართოთ სხვა, ცუდ არხზე, და პროცენტები უნდა ითვალოთ - ვერ გაიგებ, მოიგო თუ წააგო, და საერთოდ, ვინ მოიგო და ვიზეა ლაპარაკი...
მერე უნდა დაჯდე მანქანაზე, ჩამოხვიდე მეზობლად პატარა ქალაქში, იყიდო რაღაც დებილური პროდუქტები, ნელ-ნელა უნდა წამოხვიდე, გზაზე უნდა მოცურდე, მერე ქვევით უნდა ჩაგორდე და ისევ უნდა შეეცადო აღმართის გავლას, უნდა მიხვდე, რომ ვეღარ ახვალ, დაკეტო მანქანა და ფეხით წაეთრა ამ ყინვაში, მზეც უკვე ჩადის, სტუმრებს ელოდები, სახლში კი თბილა, უკვე მიხვედი, სუფრა გაშლილია თითქმის, რაღაცეები არ მოგწონს და უტრაკებ - ეს ასე დადე, ეს ისე მინდა, ეს სხვანაირად უნდა იყოს, ის კი ღიმილით გიყურებს და ხვდება, რომ უბრალოდ მძღნერის ხასიათზე ხარ, ხოდა არც აგყვება, ერთს ჩუმად გაკოცებს...
მერე სტუმრები მოვლენ, დიდხანს იჯდებიან, ბუხართან დაიძინებენ, ყველა ოთახს მოედებიან, დათვრებიან, იმხიარულებენ, შენც კარგ ხასიათზე დაგაყენებენ, დაგათრობენ, სიყვარულის ბუშტი გაგისკდება, დაიწყებ გრძელ სადღეგრძელოებს, ყველას მობეზრდება, გაგიტრაკებენ, გაგაჩუმებენ, მერე გადახუხავ, უკვე თენდება, ნელ-ნელა მიდიან, ზოგს იქვე ძინავს, კუთხეებში და უხერხულ პოზებში, ბოლოს, როგორც იქნა, თქვენც ცოტას მიალაგებთ, მიეგდებით ლოგინზე დაღლილები და მთვრალები, ერთმანეთს გადახედავთ და მიხვდებით - მაინც გვიყვარს ეს ახალი წელი!

