ლიტერატურული ანკეტა
საინტერესო რამაა ეს ლიტერატურული ანკეტა.
1. წელს წაკითხული წიგნებიდან რომელი იყო ყველაზე შთამბეჭდავი?
წელს პრეტჩეტი წავიკითხე. ტერი. ბევრი.
კიდევ რაღაც-რუღაც წვრილმანები. ამ წუთას ჯერემი კლარკსონს ვკითხულობ.
შთამბეჭდავი მაინც პრეჩეტის ”პატარა ღმერთები” იყო.
მორწმუნეებმა, მმკ-ს წევრებმა და ჰელოუინის მტრებმა არ წაიკითხოთ :)
2. სამი ყველაზე საყვარელი პოეტი.
ნუ რა დებილური შეკითხვაა. ვერ ვიტან. არავინ და არაფერი ”ყველაზე საყვარელი” არ მყავს. და თქვენც არ გირჩევთ.
პოეზია საერთოდ არ მიყვარს. და ისე - გალაკტიონი.
3. სამი ყველაზე საყვარელი მწერალი.
იხ. პასუხი 2.
დოჩანაშვილი, ჭილაძე, მარკ ტვენი, ო’ჰენრი, პრეტჩეტი, მარკესი, კორტასარი (ეს ნაკლებად), ილფი და პეტროვი (ეს ორია), სტრუგაცკები, აიზეკ აზიმოვი, კურტ ვონეგუტი... და კიდევ ერთი ამდენი. და კიდევ.
4. რომელ წიგნზე გიტირიათ?
არცერთზე.
5. რომელ წიგნს დასცინეთ?
არცერთს - თუ არ მომწონს, აღარ ვკითხულობ - ეგრევე მოვისვრი ხოლმე.
6. რომელ მწერალს მისცემდით ნობელის პრემიას?
რომელიმე ზანგს, რომელსაც ჯერ არაფერი დაუწერია (აბა, ობამას ხომ მისცეს?)
7. საყვარელი ციტატა წიგნიდან
იხ. პასუხები 2 და 3.
Джентльмен не может шантажировать человека, с которым он пьет.
და
Джентльмен не может пить с человеком, которого он шантажирует.
О.Генри - Короли и капуста
8. ბავშვობის ყველაზე საყვარელი წიგნი
ყველაზე საყვარელი არ მაქვს, ვინაიდან მარტო ერთი წიგნი არ წამიკითხავს. ბევრს ვკითხულობდი და ბევრი მომწონდა.
ლუი ბუსენარის თავგადასავლების მაძიებლები, ტომ სოიერი...
9. რომელი წიგნის პერსონაჟია ყველაზე ახლოს თქვენს პიროვნებასთან?
ჩემი ავტობიოგრაფიის გმირი ;)
10. დათვლილი გაქვთ, რამდენი წიგნი წაგიკითხავთ?
უფ, მაგდენი თვლა არ ვიცი.
ჩემთვის ეს იგივე იქნებოდა, რომ დამეთვალა, რამდენი ნაყინი მაქვს ნაჭამი, ან რამდენჯერ მომიწევია სიგარეტი.

