# ლიტერატურული ანკეტა

საინტერესო რამაა ეს ლიტერატურული ანკეტა.

**1\. წელს წაკითხული წიგნებიდან რომელი იყო ყველაზე შთამბეჭდავი?**  
წელს პრეტჩეტი წავიკითხე. ტერი. ბევრი.  
კიდევ რაღაც-რუღაც წვრილმანები. ამ წუთას ჯერემი კლარკსონს ვკითხულობ.  
შთამბეჭდავი მაინც პრეჩეტის ”**პატარა ღმერთები**” იყო.  
მორწმუნეებმა, მმკ-ს წევრებმა და ჰელოუინის მტრებმა არ წაიკითხოთ :)

**2\. სამი ყველაზე საყვარელი პოეტი.**  
ნუ რა დებილური შეკითხვაა. ვერ ვიტან. არავინ და არაფერი ”ყველაზე საყვარელი” არ მყავს. და თქვენც არ გირჩევთ.  
პოეზია საერთოდ არ მიყვარს. და ისე - გალაკტიონი.

**3\. სამი ყველაზე საყვარელი მწერალი.**  
იხ. პასუხი 2.  
დოჩანაშვილი, ჭილაძე, მარკ ტვენი, ო’ჰენრი, პრეტჩეტი, მარკესი, კორტასარი (ეს ნაკლებად), ილფი და პეტროვი (ეს ორია), სტრუგაცკები, აიზეკ აზიმოვი, კურტ ვონეგუტი... და კიდევ ერთი ამდენი. და კიდევ.

**4\. რომელ წიგნზე გიტირიათ?**  
არცერთზე.

**5\. რომელ წიგნს დასცინეთ?**  
არცერთს - თუ არ მომწონს, აღარ ვკითხულობ - ეგრევე მოვისვრი ხოლმე.

**6\. რომელ მწერალს მისცემდით ნობელის პრემიას?**  
რომელიმე ზანგს, რომელსაც ჯერ არაფერი დაუწერია (აბა, ობამას ხომ მისცეს?)

**7\. საყვარელი ციტატა წიგნიდან**  
იხ. პასუხები 2 და 3.  
Джентльмен не может шантажировать человека, с которым он пьет.  
და  
Джентльмен не может пить с человеком, которого он шантажирует.  
*О.Генри - Короли и капуста*

**8\. ბავშვობის ყველაზე საყვარელი წიგნი**  
ყველაზე საყვარელი არ მაქვს, ვინაიდან მარტო ერთი წიგნი არ წამიკითხავს. ბევრს ვკითხულობდი და ბევრი მომწონდა.  
ლუი ბუსენარის თავგადასავლების მაძიებლები, ტომ სოიერი...

**9\. რომელი წიგნის პერსონაჟია ყველაზე ახლოს თქვენს პიროვნებასთან?**  
ჩემი ავტობიოგრაფიის გმირი ;)

**10\. დათვლილი გაქვთ, რამდენი წიგნი წაგიკითხავთ?**  
უფ, მაგდენი თვლა არ ვიცი.  
ჩემთვის ეს იგივე იქნებოდა, რომ დამეთვალა, რამდენი ნაყინი მაქვს ნაჭამი, ან რამდენჯერ მომიწევია სიგარეტი.
