Life like a movie
ხანდახან ცხოვრება უბრალოდ ფილმივითაა.
კადრები, დეტალები, სცენები...
მაკიაჟი + გრიმი.
გარდერობი, სტატისტები, მასოვკა - ვინც გინდა, ყველაა გარშემო.
დამხმარე პერსონალი, კურიერები, ასისტენტები, მზარეულები, ტვირთის მზიდავები, დეკორაციებს ამონტაჟებენ ღიპიანი და ოფლიანი ორკლასდამთავრებული მტვირთავები, ნაშები მაღალ ქუსლებზე და მზის დიდი სათვალეებით, გოგოები კეტებში და უაზრო ფერის ტანსაცმელში, ვიღაც ტიპები, მენეჯერები, იურისტები, ბუღალტრები, მძღოლები და დამლაგებლები - ზოგს კარგად იცნობ და ზოგს არასოდეს ესალმები...
ოპერატორი და რეჟისორი ხარ შენ -დაუმონტაჟებელ, RAW მასალას იწერ:
კამერები - თვალებია შენი (სტერეო გამოსახულება, მილიარდი ფერი)
ჰარდ-დისკი - ტვინია შენი (აბა ფირზე ვინ ჩაწერს ამხელა 3D მასალას)
სცენარისტიც შენ ხარ - Where do you want to go today?
და, რაც მთავარია - ხმის ოპერატორიც შენ ხარ - საუნდთრექის მამა. გინდა დედა.
С песней по жизни!
ცოტა მოწყენილი და დაღლილი უნდა იყო ოღონდ სულ. ეხლა ეგეთი მოდაა. სამსახურში გვიანობამდე უნდა რჩებოდე, მერე ცივ ქალაქში გამოდიოდე და მობუზული იყურებოდე აქეთ-იქით... რომელიმე მიმართულებას ირჩევ და მიდიხარ...
და მუსიკა გესმის - აი ზუსტად ის, რომელიც შენ შეარჩიე ამ მომენტისთვის. რიტმს აყევი, ხელები ჯიბეებში, მობილურის ვიბრაციას არ გრძნობ - რეკოს და იყოს, სიგარეტს უკიდებ, ცივ ჰაერს ისუნთქავ და დაღმართზე ეშვები...
ფიქრობ. არა, არ ფიქრობ, თავში ტვინი არ გაქვს. შენ ხომ თოჯინა ხარ, ხის ნაფოტი, რომელსაც ცხოვრება თავის ბობოქარ ტალღებში ისე ატრიალებს, როგორც მოესურვება... ეს ამათ გონიათ, რომ რამეს აკეთებენ, ჩალიჩობენ - არ იციან...
შენ კი შენთვის მიდიხარ, მხარს გაკრავ - უკაცრავად (წადი შენი...), გაუღიმებ (რას გავს...)
შემთხვევით ვიღაცას აშინებ - დიდხანს როცა მიყვები უკან, გონია, რომ მისდევ და ნაბიჯს უჩქარებს. შენც ერთვები ამ თამაშში და მერე მართლა მისდევ. უკან-უკან იხედება, მართლა ეშინია უკვე, პანიკამდეა მისული და ამ დროს უცბად გადაუხვევ, კაკ რაზ მწვანეა და გადადიხარ ქუჩაზე, პირველივე მაღაზიაში შედიხარ, ყიდულობ...
არ ვიცი რას ყიდულობ, რამეს - ნემსს, ან პიჯაკს. ან ყველს. მძიმეს, ხუტა უფროსს რო ქონდა.
მთავარია მუსიკა არ დამთავრდეს იცი? აი, თუ დამთავრდა, მაშინ ჩერდები. სცენარი ჯერ არ დაგიწერია, ამ მომენტამდე არ მოსულხარ... ახალს გაიხსენებ, ან ჩართავ, და აგრძელებ. ეხლა უკვე ჯეიმსბონდინოლნოლშვიდიანრამეეგეთიყლეპერსონაჟი ხდები და ვითომ სადღაც გარბიხარ, გეჩქარება, ნაბიჯს უმატებ, ჯიბეში ხელი - იარაღს ისინჯავ, აი ისიც, შეამჩნიე, გარბის, დაედევნე, ესროლე...
ტონიმონტანასტიპაჟიც შეგიძლია იყო - შრამი კი გაქვს სახეზე და...
ან მისტერგრიმსდეილი, ან ნეომატრიცაკიანურივზი, ან შურიკასათვალიანიტვინიკოსი, ან სკრიპკა, ან ისზანგიამერიკულიფეხბურთისმოთამაშე (Ты любишь Принца? - როკივისდამაგრადარბის), ან რკინისტერმინატორი (ოღონდრომელიცდნებაის), ან ფროდოანბილბობეგინსი, ან პიტერპენიდაბერებული, ან ლილუდალასმულტიპასსრომელიცჟიმავსისკორბენი, ან მგელირომელიცწითელქუდასტყ...
შენი ცხოვრებაა, და რაც გინდა ის უნდა ქნა - და ის უნდა უქნა, ის უნდა იქნა, ოღონდ არავის არ უნდა მისცე უფლება, შენ გიქნან...
დაიმახსოვრე!
და მუსიკა ჩართე, ს უ ლ ჩ ა რ თ უ ლ ი გ ქ ო ნ დ ე ს - არ დაგავიწყდეს!

