ხელნაწერის ფსიქოლოგიური ანალიზი
ფოტოზე - ტერი პრეჩეტის ხელმოწერა

დიდი ხანია, გრაფოლოგია მაინტერესებდა და, როგორც იქნა, მოვიცალე იმისათვის, რომ მეპოვნა უმარტივესი ჩამონათვალი, რომელიც დამეხმარებოდა საკუთარი ხელმოწერის გაანალიზებაში.
თქვენთვისაც ვთარგმნე:
ვინმე ჯეიმს რასკინს, ამერიკელ ფსიქოლოგს, ჩამოუყალიბებია საკმაოდ საინტერესო სია, რისი მიხედვითაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, გააანალიზოს თავისი (და სხვისი) ხელმოწერა და ზოგადად, კალიგრაფია.
1. ხელმოწერის ზომა:
ა) გაშლილი — გლობალურად, სისტემურად მოაზროვნე;
ბ) კომპაქტური — კონკრეტულად, ვიწროდ მოაზროვნე.
2. ხელმოწერის სიგრძე:
ა) გრძელი — გააჩნია უნარი, ჩაწვდეს პრობლემის არსს; არის დაჟინებული და მიზანდასახული; ასევე ზედმეტად კირკიტა და შემაწუხებელი;
ბ) მოკლე — უცბად იჭერს მოვლენის არსს. არ გააჩნია მონოტონური მუშაობის უნარი.
3. ხელმოწერის ტიპი:
ა) მომრგვალებული — რბილი, კეთილი, გაწონასწორებული;
ბ) კუთხოვანი — მოუთმენელი, ადვილად გაღიზიანებადი, მკვეთრი და იმპულსური, დამოუკიდებელი, პატივმოყვარე, ჯიუტი.
4. დაცილება ასოებს შორის:
ა) დიდი შუალედები — გულუხვი, მფლანგველი;
ბ) ”შემჭიდროვებული” ხელმოწერა — მომჭირნე, ძუნწი (განსაკუთრებით მაშინ, თუ ასოების ზომაც მცირეა).
5. ხელმოწერის გაჯერება სხვადასხვა ელემენტებით:
ა) წრე — დაციკლულია პრობლემებისა და იდეების გარშემო;
ბ) ”ყუნწები” — ფრთხილი, ჯიუტი;
გ) ნახატები — შემოქმედებითი აზროვნების უნარი;
დ) კომბინირებული ელემენტები — საკუთარი საქმიანობის ოპტიმიზირების მოთხოვნილება.
6. ხელმოწერის გადახრა:
ა) მარცხნივ — თავნება, აშკარად გამოხატული ინდივიდუალიზმი;
ბ) მარჯვნივ — გაწონასწორებული ხასიათი, გააჩნია ურთიერთგაგების უნარი;
გ) თანაბარი დახრა — თავშეკავებული, სწორხაზოვანი, ჭკვიანი;
დ) სხვადასხვა სახის დახრა — ჩაკეტილი, გულწრფელობის უნარის არმქონე;
ე) ”დაწოლილი” ასოები — სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემების მქონე.
7. საბოლოო შტრიხის მიმართულება:
ა) ზევით – ოპტიმისტი;
ბ) ქვევით — პესიმიზმისკენ მიდრეკილება;
გ) ჰორიზონტალურად — გაწონასწორებული ხასიათი;
8. ხელმოწერის ”კუდის” სიგრძე:
რაც უფრო გრძელია ”კუდი”, მით უფრო შეუწყნარებელია ხელმოწერის ავტორი სხვისი აზრის მიმართ. ეს ასევე სიფრთხილისა და წინდახედულობის ნიშანია. რაც უფრო მოკლეა ”კუდი”, მით უფრო უდარდელია ადამიანი.
9. ხელმოწერის ხაზგასმა:
ა) ქვევიდან — ამპარტავნება, წყენია, დამოკიდებულია გარშემომყოფთა აზრზე;
ბ) ზევიდან — სიამაყე, ამპარტავნება;
გ) გადახაზული ხელმოწერა — თვითკრიტიკული, საკუთარი თავით უკმაყოფილო, დაეჭვებული.
10. სიმეტრიის ნიშნები:
ა) სიმეტრიული — სანდო;
ბ) ასიმეტრიული — გაუწონასწორებელი ხასიათი, ცვალებადი გუნება-განწყობილება;
გ) ნახტომისებრი — ემოციური, გაუწონასწორებელი.
11. სირთულე/სიმარტივე:
ა) მარტივი — ცხოვრობს ”უპრობლემობის” პრინციპით;
ბ) ”გადატვირთული”— ხშირად გადააქცევს ”ბუზს სპილოდ”;
გ) ორიგინალური — დიდი შემოქმედებითი პოტენციალი.
12. გარჩევადობა
რაც უფრო ადვილად გასაგებია ხელმოწერა, მით უფრო გახსნილია ადამიანი.
13. კალამზე დაწოლა:
ა) ზედმეტი – აგრესიული;
ბ) სუსტი – ფრთხილი;
გ) ძლიერი – თავდაჯერებული.


