# ხელნაწერის ფსიქოლოგიური ანალიზი

დიდი ხანია, გრაფოლოგია მაინტერესებდა და, როგორც იქნა, მოვიცალე იმისათვის, რომ მეპოვნა უმარტივესი ჩამონათვალი, რომელიც დამეხმარებოდა საკუთარი ხელმოწერის გაანალიზებაში.

[![](http://dgiuridotcom.files.wordpress.com/2011/11/terry-pratchett-signature.jpg?w=300 align="left")](http://dgiuridotcom.files.wordpress.com/2011/11/terry-pratchett-signature.jpg)

თქვენთვისაც ვთარგმნე:

ვინმე ჯეიმს რასკინს, ამერიკელ ფსიქოლოგს, ჩამოუყალიბებია საკმაოდ საინტერესო სია, რისი მიხედვითაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, გააანალიზოს თავისი (და სხვისი) ხელმოწერა და ზოგადად, კალიგრაფია.

**1\. ხელმოწერის ზომა:**  
ა) გაშლილი — გლობალურად, სისტემურად მოაზროვნე;  
ბ) კომპაქტური — კონკრეტულად, ვიწროდ მოაზროვნე.

**2\. ხელმოწერის სიგრძე:**  
ა) გრძელი — გააჩნია უნარი, ჩაწვდეს პრობლემის არსს; არის დაჟინებული და მიზანდასახული; ასევე ზედმეტად კირკიტა და შემაწუხებელი;  
ბ) მოკლე — უცბად იჭერს მოვლენის არსს. არ გააჩნია მონოტონური მუშაობის უნარი.

**3\. ხელმოწერის ტიპი:**  
ა) მომრგვალებული — რბილი, კეთილი, გაწონასწორებული;  
ბ) კუთხოვანი — მოუთმენელი, ადვილად გაღიზიანებადი, მკვეთრი და იმპულსური, დამოუკიდებელი, პატივმოყვარე, ჯიუტი.

**4\. დაცილება ასოებს შორის:**  
ა) დიდი შუალედები — გულუხვი, მფლანგველი;  
ბ) ”შემჭიდროვებული” ხელმოწერა — მომჭირნე, ძუნწი (განსაკუთრებით მაშინ, თუ ასოების ზომაც მცირეა).

**5\. ხელმოწერის გაჯერება სხვადასხვა ელემენტებით:**  
ა) წრე — დაციკლულია პრობლემებისა და იდეების გარშემო;  
ბ) ”ყუნწები” — ფრთხილი, ჯიუტი;  
გ) ნახატები — შემოქმედებითი აზროვნების უნარი;  
დ) კომბინირებული ელემენტები — საკუთარი საქმიანობის ოპტიმიზირების მოთხოვნილება.

**6\. ხელმოწერის გადახრა:**  
ა) მარცხნივ — თავნება, აშკარად გამოხატული ინდივიდუალიზმი;  
ბ) მარჯვნივ — გაწონასწორებული ხასიათი, გააჩნია ურთიერთგაგების უნარი;  
გ) თანაბარი დახრა — თავშეკავებული, სწორხაზოვანი, ჭკვიანი;  
დ) სხვადასხვა სახის დახრა — ჩაკეტილი, გულწრფელობის უნარის არმქონე;  
ე) ”დაწოლილი” ასოები — სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემების მქონე.

**7\. საბოლოო შტრიხის მიმართულება:**  
ა) ზევით – ოპტიმისტი;  
ბ) ქვევით — პესიმიზმისკენ მიდრეკილება;  
გ) ჰორიზონტალურად — გაწონასწორებული ხასიათი;

**8\. ხელმოწერის ”კუდის” სიგრძე:**  
რაც უფრო გრძელია ”კუდი”, მით უფრო შეუწყნარებელია ხელმოწერის ავტორი სხვისი აზრის მიმართ. ეს ასევე სიფრთხილისა და წინდახედულობის ნიშანია. რაც უფრო მოკლეა ”კუდი”, მით უფრო უდარდელია ადამიანი.

**9\. ხელმოწერის ხაზგასმა:**  
ა) ქვევიდან — ამპარტავნება, წყენია, დამოკიდებულია გარშემომყოფთა აზრზე;  
ბ) ზევიდან — სიამაყე, ამპარტავნება;  
გ) გადახაზული ხელმოწერა — თვითკრიტიკული, საკუთარი თავით უკმაყოფილო, დაეჭვებული.

**10\. სიმეტრიის ნიშნები:**  
ა) სიმეტრიული — სანდო;  
ბ) ასიმეტრიული — გაუწონასწორებელი ხასიათი, ცვალებადი გუნება-განწყობილება;  
გ) ნახტომისებრი — ემოციური, გაუწონასწორებელი.

**11\. სირთულე/სიმარტივე:**  
ა) მარტივი — ცხოვრობს ”უპრობლემობის” პრინციპით;  
ბ) ”გადატვირთული”— ხშირად გადააქცევს ”ბუზს სპილოდ”;  
გ) ორიგინალური — დიდი შემოქმედებითი პოტენციალი.

**12\. გარჩევადობა**  
რაც უფრო ადვილად გასაგებია ხელმოწერა, მით უფრო გახსნილია ადამიანი.

**13\. კალამზე დაწოლა:**  
ა) ზედმეტი – აგრესიული;  
ბ) სუსტი – ფრთხილი;  
გ) ძლიერი – თავდაჯერებული.
