გაუღიმე ქუთაისს

მე სულ ვიღიმი, როცა ქუთაისში ჩავდივარ და ჭავჭავაძის გამზირზე, გზაჯვარედინზე, ლუდი ”აიას” რეკლამას ვხედავ: ბიჭი და გოგო (ბოლო რამდენიმე წელიწადია, თან ყოველ წელს - ახალი წყვილი) მხურვალე და გამომწვევი, ”ფრანგული” კოცნით აღიზიანებენ ქუთაისელების მადას ლუდისა და ერთმანეთის კოცნის ამბავში...
საამაყო სიჯიუტეს იჩენს ლუდი ”აია”.
და ქუთაისელებიც არ ეპუებიან - ვისაც ლუდის ფული არა აქვს, და საკოცნელიც არავინ ყავს, ბნელი ღამით, შავი საღებავით შეიარაღებულები ეპარებიან სარეკლამო დაფას და...
მერე რა, მეორე დღეს გათენებულზე - გაფუჭებულ პლაკატს ხსნიან და ახალს აკრავენ...
აი ასეთია ეს უცნაური და თან საყვარელი ქალაქი.

