Skip to main content

29 თებერვალი

Updated 1 min readMarkdown
Part of seriesTop Posts

დგება 4 წელიწადში ერთხელ.

რისთვის არის, ან ვისთვის - არავინ იცის.
უბრალოდ არის, და მორჩა.

ევროპის ჩემპიონატი ემთხვევა ხოლმე. სულ. მუდამ.

ხანდახან საკუთარ იდიოტიზმს აბიჯებ ხოლმე ადამიანი. კი არ გადააბიჯებ, არამედ დააბიჯებ - და მოგხვდება შუბლში/ცხვირში, თითქოს ფოცხს დააბიჯეო, და დაგასისხლიანებს, და ვიცი, რომ და-ს წინ მძიმე არ იწერება.

და ხანდახან ზიხარ და კითხულობ და პასუხს ვერ წერ.
და ხანდახან ჩხუბობ და ფიქრობ, რისგან შედგება შენი ცხოვრება?

პატარა პრობლემებისგან? გაფუჭებული ტელეფონებისგან, ბევრი სიგარეტისგან, პახმელიისგან, ფეხსაცმლის ქვეშ მოკრაჭუნე ქვიშიგან, ლოდინისგან, ლოგინისგან, სიცილისგან, წყენისგან, პრობლემებისგან - დიდი და პატარა, ხმაურისგან, სიჩუმისგან, shecdomebisgan, და კიდე ათასი ყლეობისგან...

3 views

No comments yet. Be the first to comment.

More from this blog