Skip to main content

ზამთარი

Updated 1 min readMarkdown
Part of seriesTop Posts

ათოვდა ზამთრის ბაღებს...

საიდან ამოტივტივდა, მგონი ფილმს ქვია ხო ასე?

ერთი ზამთარი. ორი, ოცდაორი, ოცდაცხრა ზამთარი...

რამდენნაირი ზამთარი მქონია - თბილიც, ცივიც, თოვლიანიც და ყინულიანიც, მივარდნილ, უკაცრიელ ადგილასაც გამიტარებია, რომელიღაც მივარდნილ ქოხში, და ცივილიზაციის შუაგულშიც - ისეთ, რკინის, ბეტონის, შუშისა და ასფალტის ქალაქში, რომელსაც არასოდეს ძინავს... სასახლეშიც გამიტარებია ერთი ზამთარი, გრაფების ერთ ოჯახში ვსტუმრობდი, თავისი ტბა ქონდათ და შობის ღამეს, რომ გაიყინა ის ტბა, კერლინგს თამაშობდნენ...

მუშაობაშიც გამიტარებია და დასვენებაშიც, სრიალი და სმა, აგრეთვე ლოგინში წოლა და ავამდყოფობა - როგორ მახსოვს, ვერ ვდგებოდი, ვიწექი და გათბობაც არ მქონდა...

სხვასაც ვუვლიდი ერთხელ, შეშას ვჩეხავდი და ბუხარში ცეცხლს არ ვანელებდი...

ლოდინშიც გამიტარებია, ყრუ ტკივილით გულში.

No comments yet. Be the first to comment.

More from this blog