Skip to main content

Command Palette

Search for a command to run...

სამუშაო დღის ბოლოს

Updated
2 min read

დაიწყო. ისევ.
და რა დაიწყოო, მკითხავთ.
რა და ცხოვრება დაიწყო :)
ვერ მიხვდით ხომ?
აი ყოველ დილა ხომ თავიდან ვიღვიძებთ?
ხოდა ეგრე რა...

აეროპორტი. ორი ტიპის თვითმფრინავები არსებობს ამ ქვეყანაზე - ისინი, რომლებიც ძალიან გინდა, სამუდამოდ გაფრინდნენ და ისინი, რომლებიც გინდა რომ არასოდეს აფრინდნენ...

ორი პერეგონშიკი აქვე ახლოს:
- აძინიშესტია, აი ვისბადენში რო დავიწუნეთ, ისეთია ზუსტად.
- ხო, მეც ზუსტად ეგეთივე არ მყავდა? ოღონდ აძინივოსემი იყო და სხვა ფერის...

ბებერი წყვილი, რომელიც თავის ბოლო რეისში მიფრინავს, სამშობლოს მოსანახულებლად და იქვე, რომელიმე შორეულ და უცხო ნათესავთან სტუმრობისას მშვიდად სიკვდილის მოლოდინში...

სუნიანი ტურისტები, ფეხზე გახდილი სანდლებით, ფოტოაპარატებით და ჟღვინტებით. ეზასავებიან ერთმანეთს და ტრაბახობენ - აუ, ერთი თვეა არ მიბანავია/მომიჯვამს/მიჭამია (საჭიროს ხაზი გაუსვით).

კლასელის და, რომელსაც კარგად იცნობ, და რატომღაც არასოდეს ესალმები. იმანაც "გიცის", მაგრამ რად გინდა ეხლა ზედმეტი ჭორაობა, არა? არ გეზარება?

თეთრი წინდები შავი ლაკის ფეხსაცმელზე და ყავისფერ შარვალზე.

ორსული ბორტგამცილებელი. თუ ვიღაც მორიგი ბეჭდის დამრტყმელი/პასპორტის შემმოწმებელი.

ინფექტედ მაშრუმ... კაი მუსიკაა. მერე რა რო ცოტა ისეთი ქვეყნიდან არიან. მუსიკა ხო მაგარია...

მომწონს ასეთი ქალები. ინდიელებს რო გვანან თითქოს, უცნაური გარეგნობის. ცოტა კაცური ნაკვთებიც შეიძლება აქვთ, მაგრამ იმდენად უცხოა და ეკზოტიკურია, რომ გიზიდავს.

ცხადდება ჩასხდომა.

”დიახ - ბიზნესი, არა-ტურისტი ვარ”
მიდი.
მოდი.
ჩაისუნთქე, ამოისუნთქე.
შეიკარი, გაიხსენი.
ადექი, მოფსი, დაჯექი.

რა ცხოვრება დაგვიდგა, არა? საჭმელი - პლასტმასის, ფული - პლასტიკატის, სექსი - რეზინით, მარტო ტვინის ტყვნა დარჩა ერთადერთი ნატურალური პროდუქტი, ყველანაირი ერზაცების გარეშე.

რითმი, ენერგია, განწყობილება...
Смотри, чтобы выбрать! Выбирай, чтобы смотреть...
ორი ალბათ ყველაზე იდიოტური სლოგანი რეკლამის სამყაროდან.

ვზივარ და სიუჟეტს ვიგონებ. რაღაცისთვის, ჯერ არც კი ვიცი, საერთოდ თუ.

კარგი სამუშაოა ფრილენსი. წადი, სადაც გინდა, გააკეთე, რაც გინდა, არავის წინაშე არა ხარ ანგარიშვალდებული, რომ 9-დან 18-მდე იჯდები და ცხვირში იქექავ ნამაგისტრალ ან ნადოქტორალ თითებს.

მთავარია "კრეაწივი" გქონდეს დაუშრეტელი. ATF-ივით. მთავარია აცხობდე და ღვრიდე ტალანტს. მთავარია, ხალხი ეცემოდეს შენს ფრაზებზე, იდეებზე, ჩანახატებზე...

2 views

More from this blog

ბაბუ 👴

ბაბუაჩემი გამახსენდა, გიგლა. კორონას დროს გარდაიცვალა, 89 წლის ასაკში. არა, კორონამ არ მოკლა. თუმცა მაგას მნიშვნელობაც არ აქვს. მგონი 8-9 წლის იყო, ომი რომ დაიწყო. ის ომი ნუ, ხო ხვდებით. მთელი ცხოვრება იმას უყურებდა ადამიანი, რომ ომში დამარცხებული გე...

Nov 4, 20251 min read12

ხვრელი 🕳️

გაურკვეველი მიზეზებით, ყველა ადამიანი იბადება მკერდის არეში თანდაყოილილი დიდი ხვრელით. მიუხედავად იმისა, რომ ეს ხვრელი არანაირ უხერხულობას არ იწვევს, საზოგადოდ მიჩნეულია, რომ მისი ასე დატოვება არასახარბიელოა და ყველა ცდილობს მის ამოვსებას რამენაირად....

Oct 22, 20251 min read35

დღიური - ბლოგი

321 posts

ჩემი ბლოგის📑 აღდგენილი♻️ და სახეცვლილი ჩანაწერების✍️ მესამე3️⃣ სიცოცხლე🧬