Whatever Clock
რომელი საათია?
რა მნიშვნელობა აქვს... შენ ხომ მაინც...
არც დრო იცი და არც ადგილი.
არც წასვლა იცი და არც მოსვლა.
არც გინდა და არც უნდიხარ.
არც ჭირდები და არც გეძებენ.
არც ხარ და არც - არ ხარ.
ერთი რეისი გაქვს, ერთი მარშრუტი - ხაჭაპურებს ყიდი ბაზრობაზე, თუ ფეხსაცმელს წმენდ, ან ბანკის ტოპ-მენეჯერი ხარ, ან კბილის ექიმი, ან ბოზი...
სულერთია, დღის განრიგი შენამდე ბევრად უფრო დიდი ხნით ადრე დაგეგმეს, მოიგონეს, ჩანიშნეს, ჩაწერეს და თავშიც ჩაგიტენეს.
თავში და რა ქვია იმას, სახსრებში თუ კუნთებში...
ადექიიბანავეჭამეჩაიცვიგადიმიდიგააკეთერაზეცდაგაპროგრამესდაიღალემოდიგაიხადედაიბანეჭამედაეგდე
ციბრუტივით თუ ციყვივით.
ბორბალია ბედის თუ ქვაა წისქვილის.
ყველას აწუხებს ეს, და არავინაა ხმის ამომღები.
ხო, სხვათა შორის, ხომ არ შეგვეცვალა ოცდასამის შეხვედრის ადგილი?

