ვიღაცამ მაინც სცადა...
ადამიანის ბუნება როგორია, იცის ვინმემ დაწვრილებით? თუ რომელიმემ იცით, მომწერეთ რა...
ძალიან მაინტერესებს, მჭირდება დაჟე.
აი, გაქვს რაღაც, ხელისგულზე გიდევს, და არ გინდა. სულ ცოტა ხნის წინ, როცა არ გქონდა, გიჟივით იყავი, დასდევდი და ეძებდი, ჩალიჩობდი დათრევას...
მოკლედ, ის გინდა, რაც არ შეგიძლია bzw.* არ შეიძლება.
*(ვგიჟდები ამ ზახოდზე! გერმანულის მცოდნეები მიხვდებიან. ვინც არ იცით, ვერც გაიგებთ :) )
ხოდა ეგრეა ამ ფოტოზეც - ვიღაცამ მაინც ჩაამტვრია მინა. იმიტომ კი არა, შიგნით რომ შესულიყო (ვერც შევიდოდა, აგურის კედელი რისთვისაა აბა...). არამედ, უბრალოდ, იმისთვის ჩაამტვრია, რომ რაღაც დაემტვრია...

