V for Vendetta
ისევ მგონია, რომ ის იდეა, რაც ამ ფილმში დევს, სწორია.
ადამიანი ძლიერია, და ვერავინ მოერევა, და ქედმოუხრელია, და სუფთაა, და წმინდაა, და რაღაცის სჯერა, და ამისათვის ყველაფერს მისცემს, და თავსაც გაწირავს, და მაინც თავისას გაიტანს, და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ეს დამპალი სამყარო ოდნავ მაინც გააუმჯობესოს, და ცოტა სიკეთე და სიხარული დათესოს ხალხის გულებში, და თავისუფლება სულაც არაა მიუწვდომელი, და უბრალოდ ერთად ყოფნას ნიშნავს, და ერთმანეთისვის დგომას და ბრძოლას ნიშნავს...
თუმცა რას გიხსნით - ვინც იცით, ხო იცით ისედაც...
და ვინც არ იცით - ვერც ვერასდროს გაიგებთ!

