Skip to main content

Command Palette

Search for a command to run...

უსათაურო

Published
1 min readView as Markdown

მაშ ასე.
ჯოკერი, მწარე შოკოლადი, ყავა, სიგარეტი, წყალი.
ღვინოს დაგვპირდა მასპინძელი მაგრამ...

რამდენი რამის დაწერა მინდა, ძველი ჩანახატების თუ ახალი იდეების, ფოტოების კომენტარების თუ უბრალოდ აზრების...
მაგრამ მეზარება. დავიღალე, დროც აღარ მაქვს და სურვილიც.

ანდა, რა სურვილი შეგრჩება ამათი შემხედვარე, რა ხდება ქვეყანაში...
სულ მკიდია მეთქი, არ ვიტყვი. მაგრამ რომ აღარც მაღელვებს?

არავისტი არ ვარ, არასოდეს ვყოფილვარ, და არც არასდროს ვიქნები. უბრალოდ, ამ ქვეყნის შვილი ვარ და მინდა, აქაც ისეთივე კარგი ცხოვრება დადგეს, როგორც ნაქებ "დასავლეთსა" თუ განვითარებულ ქვეყნებში.

უკვე მინდა რომ იყოს, ნუთუ არ შეიძლება, ყველამ თავისი საქმე აკეთოს და ყველას ჰქონდეს პასუხისმგებლობის გრძნობა?

ამოისვეს ყველაფერი ტრაკში. ყველამ ამოისვა - მთავრობამაც და ოპოზიციამაც, საქართველოს სახელი კი პირველ რიგში ამოისვეს. როგორ შეიძლება, ორი ურთიერთგამომრიცხავი საქციელიდან ორივე საქართველოს სჭირდებოდეს?

ამ ქვეყანას სულ სხვა რამე სჭირდება, რომ იცოდეთ...

More from this blog

ლურჯი დიოდის სადიდებლად

შესაძლოა გახსოვთ, რომ ადრე სხვადასხვა ელექტრონიკაზე ორი შუქდიოდი (LED) იყო — მწვანე (ჩართული) და წითელი (გამორთული). ლურჯი დიოდი არ არსებობდა. რიგითმა ადამიანმა შეიძლება დასვას ლოგიკური კითხვა — მერე

Jun 10, 20262 min read
ლურჯი დიოდის სადიდებლად

ბაბუ 👴

ბაბუაჩემი გამახსენდა, გიგლა. კორონას დროს გარდაიცვალა, 89 წლის ასაკში. არა, კორონამ არ მოკლა. თუმცა მაგას მნიშვნელობაც არ აქვს. მგონი 8-9 წლის იყო, ომი რომ დაიწყო. ის ომი ნუ, ხო ხვდებით. მთელი ცხოვრება იმას უყურებდა ადამიანი, რომ ომში დამარცხებული გე...

Nov 4, 20251 min read18

ხვრელი 🕳️

გაურკვეველი მიზეზებით, ყველა ადამიანი იბადება მკერდის არეში თანდაყოილილი დიდი ხვრელით. მიუხედავად იმისა, რომ ეს ხვრელი არანაირ უხერხულობას არ იწვევს, საზოგადოდ მიჩნეულია, რომ მისი ასე დატოვება არასახარბიელოა და ყველა ცდილობს მის ამოვსებას რამენაირად....

Oct 22, 20251 min read35

დღიური - ბლოგი

322 posts

ჩემი ბლოგის📑 აღდგენილი♻️ და სახეცვლილი ჩანაწერების✍️ მესამე3️⃣ სიცოცხლე🧬