უსათაურო
Okay, where do you want to go today?
მახსენდება ხოლმე მგზავრობის მომენტები და ისევ იმდროინდელ კაიფს ვიჭერ:
ფრანკფურტიდან გრაიფსვალდში რომ მივდიოდი მანქანით, მაშინ ახალ ოპელ ვექტრაზე მაგარი არაფერი მეგულებოდა. 1000-ზე მეტი კილომეტრი, 24 საათი (თავის ღამისთევით)...
მიცუბიში გალანტი, ტოკიოს რომელიღაც ჰაივეიზე, თბილისურად "ნა ხადუ" რო შევაღე და მოვაჯახუნე ცუდად მიხურული კარი...
გზა, რომელსაც ყოველთვის, ნებისმიერ ამინდში და დღის ნებისმიერ დროს სიამოვნებით გავდივარ - აეროპორტის გზა...
სადღაც სუმგაიტთან დაშვებული საბურავი და თებერვლის გათენებული ღამე...
იტალიური ავტობანები, ყოველ კილომეტრში უცნაური, გზის თავზე წამოყუნცული პიცერიებით...
მაგნიტური მონორელსი მოძრავ ბაქანთან ერთად...
დავამატებ ხვალ, ეხლა მეძინება

