Skip to main content

Command Palette

Search for a command to run...

უსათაურო

Updated
1 min read

დღეს კონცერტზე ვიყავი.

ისეთი მუსიკა იყო, თბილი, აკუსტიკური, ნაზი და სევდიანი. სადღაც მოწყენილიც და მერე დაჟე დეპრესიული.

ზღვა გამახსენდა, პლიაჟი, ფრენბურთის ტურნირი, გოგონების ქვიშიანი ბიკინები და ბიჭების სვირინგიანი ბეჭები.

მერე ტელეფონმა დარეკა.
და მანქანა ხრეშში ჩავარდა, ძლივს ამოვიყვანეთ.

მერე ძველი ნაცნობი, და იმის ნაცნობი, და სადახარდაკარგულიდაგამოჩნდი-ბაზარი.

მერე სველი ხარ და გცხელა.

მერე გშია და ჭამ, კუპიურები გისველდება და უხერხულად გრძნობ თავს, როცა უნდა გადაუხადო მიმტანს.
მიმტანიც ისეთია ხოლმე, ახალგაზრდა გოგონა, თითქმის ტიტველი - უხერხულად იგრძნობ თავს, აბა რა იქნება :)

მერე მოდიხარ, შხაპი, იცვლი, ცოტა ხანი დაეგდები, დაისვენებ, მერე კლუბში, დილამდე, მერე...

მერესი მერე ვიკითხოთ.

More from this blog

ბაბუ 👴

ბაბუაჩემი გამახსენდა, გიგლა. კორონას დროს გარდაიცვალა, 89 წლის ასაკში. არა, კორონამ არ მოკლა. თუმცა მაგას მნიშვნელობაც არ აქვს. მგონი 8-9 წლის იყო, ომი რომ დაიწყო. ის ომი ნუ, ხო ხვდებით. მთელი ცხოვრება იმას უყურებდა ადამიანი, რომ ომში დამარცხებული გე...

Nov 4, 20251 min read12

ხვრელი 🕳️

გაურკვეველი მიზეზებით, ყველა ადამიანი იბადება მკერდის არეში თანდაყოილილი დიდი ხვრელით. მიუხედავად იმისა, რომ ეს ხვრელი არანაირ უხერხულობას არ იწვევს, საზოგადოდ მიჩნეულია, რომ მისი ასე დატოვება არასახარბიელოა და ყველა ცდილობს მის ამოვსებას რამენაირად....

Oct 22, 20251 min read35

დღიური - ბლოგი

321 posts

ჩემი ბლოგის📑 აღდგენილი♻️ და სახეცვლილი ჩანაწერების✍️ მესამე3️⃣ სიცოცხლე🧬