Skip to main content

Command Palette

Search for a command to run...

უსათაურო

Updated
1 min read

ხოდა სანამ გამორთულია ეს ოხერი ინტერნეტი...

და სანამ მარტო ვარ.

და სანამ სული მიდგას.

და სანამ ვხედავ, და სანამ მესმის, და სანამ ვგრძნობ, და სანამ ვსუნთქავ, და სანამ მშია, და სანამ მწყურია, და სანამ მინდა, და სანამ ვფიქრობ, და სანამ მახსოვს, და სანამ და სანამ და სანამ...

ეს ერთი.

ეხლა მეორე, ტოჟე ეგეთი ზაუმნი და იობნუტი ვეში.

მევასება ეს ჟარგონი, რა ვქნა.

მაგრამ კარგი, ისეთი, თბილისური, რუსული სიტყვებით გადატენილი ჟარგონი მევასება.

ისეთი არ მევასება, რუსთავი-2 რომ ავრცელებს - სოფლურ და გოიმურს.

ეგ სოფლური და გოიმური უნდა გაანეიტრალონ ამ იდიოტებმა პირიქით, უნდა წაშალონ, სხვა უნდა მოახვიონ თავს - თავისი, ანუ ჩვენი უნდა მოვახვიოთ თავს.

ყველგან ეგრეა, ყველა ქვეყანაში, ყველა დიდ ქალაქში - პროვინციიდან ხალხი ჩამოდის დიდ ქალაქში და იმ ქალაქის ენას, ჩვეულებებს, ზნეს, საქციელს ითვისებს.

და რატომღაც საქართველოში ეგრე არაა... ჩამოდიან და ჩამოაქვთ თავისი - ძროხები ჩამოყავთ, ვირები, ფუნა შეგხვდება ხოლმე ხან სად და ხან სად - ხო, რა იყო, არ შეგხვედრიათ ჯერ?

იმის მაგივრად, რომ თვითონ გაქალაქელდნენ, ქალაქს ასოფლელებენ...

1 views

More from this blog

ბაბუ 👴

ბაბუაჩემი გამახსენდა, გიგლა. კორონას დროს გარდაიცვალა, 89 წლის ასაკში. არა, კორონამ არ მოკლა. თუმცა მაგას მნიშვნელობაც არ აქვს. მგონი 8-9 წლის იყო, ომი რომ დაიწყო. ის ომი ნუ, ხო ხვდებით. მთელი ცხოვრება იმას უყურებდა ადამიანი, რომ ომში დამარცხებული გე...

Nov 4, 20251 min read12

ხვრელი 🕳️

გაურკვეველი მიზეზებით, ყველა ადამიანი იბადება მკერდის არეში თანდაყოილილი დიდი ხვრელით. მიუხედავად იმისა, რომ ეს ხვრელი არანაირ უხერხულობას არ იწვევს, საზოგადოდ მიჩნეულია, რომ მისი ასე დატოვება არასახარბიელოა და ყველა ცდილობს მის ამოვსებას რამენაირად....

Oct 22, 20251 min read35

დღიური - ბლოგი

321 posts

ჩემი ბლოგის📑 აღდგენილი♻️ და სახეცვლილი ჩანაწერების✍️ მესამე3️⃣ სიცოცხლე🧬