Skip to main content

Command Palette

Search for a command to run...

უსათაურო

Updated
1 min read

დღეს ისევ ნახავ...
ისევ მოეფერები... ისევ აკოცებ, ისევ ჩაეხუტები...

თითქოს დიდი ხნის მერე... ასე გგონია, საუკუნე გავიდა, არადა სულ ორი დღეა...

გინდა, გულით და სულით, ელოდები, კვდები და ცოცხლდები, სანამ...
მერე, როცა ხედავ - სულ სხვაა - შეგრძნებებიც, დიალოგიც, შენც, ისიც...

რამდენი რამე გინდა თქვა, არა? რამდენი რამე უკვე გაქვს ნათქვამი? რამდენს ვერ ეუბნები, ვერ ეკითხები? რამდენს ხვდები, და არ ამბობ... ისიც ეგრეა, ზუსტად...

ხანდახან მარტო თვალებია, და მეტი არაფერი... არ გჭირდებათ ხანდახან მეტი, ნებისმიერი ხმა, კრინტი, ზმუკიც კი ზედმეტი იქნებოდა...

ხანდახან კი სევდაც არის. უზომო. და ტკივილიც. მაგრამ ყველაზე მთავარი - სიყვარული - ყოველთვის აქაა. შენს გულში, და მის გულშიც.

1 views

More from this blog

ბაბუ 👴

ბაბუაჩემი გამახსენდა, გიგლა. კორონას დროს გარდაიცვალა, 89 წლის ასაკში. არა, კორონამ არ მოკლა. თუმცა მაგას მნიშვნელობაც არ აქვს. მგონი 8-9 წლის იყო, ომი რომ დაიწყო. ის ომი ნუ, ხო ხვდებით. მთელი ცხოვრება იმას უყურებდა ადამიანი, რომ ომში დამარცხებული გე...

Nov 4, 20251 min read12

ხვრელი 🕳️

გაურკვეველი მიზეზებით, ყველა ადამიანი იბადება მკერდის არეში თანდაყოილილი დიდი ხვრელით. მიუხედავად იმისა, რომ ეს ხვრელი არანაირ უხერხულობას არ იწვევს, საზოგადოდ მიჩნეულია, რომ მისი ასე დატოვება არასახარბიელოა და ყველა ცდილობს მის ამოვსებას რამენაირად....

Oct 22, 20251 min read35

დღიური - ბლოგი

321 posts

ჩემი ბლოგის📑 აღდგენილი♻️ და სახეცვლილი ჩანაწერების✍️ მესამე3️⃣ სიცოცხლე🧬