Skip to main content

Command Palette

Search for a command to run...

უბრალოდ საქათმე

Published
1 min readView as Markdown

უცხო კომპიუტერთან თავს ისე გრძნობ, როგორც საქათმეში შეპარული მელა: თითქოს ყველაფერი ნაცნობია, იცი, სად რა დევს და როგორ უნდა იყოს, მაგრამ მაინც სხვანაირია, შენი არაა.

წარმოიდგინეთ, მელას რომ საქათმე ააშენებინო, რა მაგარ რამეს იზამდა? საქათმე პლაზა ან საქათმე თაუერსს დაარქმევდა :) გაანათებდა, გააევრორემონდებდა და ყველაზე კარგ საჭმელს დაუყრიდა...

ქათმებიც კმაყოფილები იქნებოდნენ, და დარაჯებიც – აი, მშვენიერი, სამაგალითო საქათმეო, იტყოდნენ. დარაჯიც და ქათმებიც ერთნაირი მოკლე ჭკუისანი არიან – საკუთარი ცხვირის იქით არ იხედებიან. ქათამს სითბო უნდა, კარგი დასაჯდომი (გინდა ქანდარა, გინდაც ხის ან მუყაოს ძველი ყუთი) და კარგი საკვები. დარაჯს კი რა უნდა – დროულად ერიცხებოდეს ხელფასი და დარაჯობით ბევრი არ დაიღალოს – ბევრი სირბილი და თავის შეწუხება არ უწევდეს. საწყალი ქათმები ყველას ფეხზე კიდია. ანუ ქათმების ბედი ყველას ახატია.

არადა, რას ემსახურება ეს საქათმე? მხოლოდ და მხოლოდ მელიის მუცლის ამოყორვას. ქათმები ვერ ხვდებიან, დარაჯებს ეზარებათ...

ძაღლის როლი კი არავის უნდა, თავის თავზე აიღოს...

More from this blog

ლურჯი დიოდის სადიდებლად

შესაძლოა გახსოვთ, რომ ადრე სხვადასხვა ელექტრონიკაზე ორი შუქდიოდი (LED) იყო — მწვანე (ჩართული) და წითელი (გამორთული). ლურჯი დიოდი არ არსებობდა. რიგითმა ადამიანმა შეიძლება დასვას ლოგიკური კითხვა — მერე

Jun 10, 20262 min read
ლურჯი დიოდის სადიდებლად

ბაბუ 👴

ბაბუაჩემი გამახსენდა, გიგლა. კორონას დროს გარდაიცვალა, 89 წლის ასაკში. არა, კორონამ არ მოკლა. თუმცა მაგას მნიშვნელობაც არ აქვს. მგონი 8-9 წლის იყო, ომი რომ დაიწყო. ის ომი ნუ, ხო ხვდებით. მთელი ცხოვრება იმას უყურებდა ადამიანი, რომ ომში დამარცხებული გე...

Nov 4, 20251 min read18

ხვრელი 🕳️

გაურკვეველი მიზეზებით, ყველა ადამიანი იბადება მკერდის არეში თანდაყოილილი დიდი ხვრელით. მიუხედავად იმისა, რომ ეს ხვრელი არანაირ უხერხულობას არ იწვევს, საზოგადოდ მიჩნეულია, რომ მისი ასე დატოვება არასახარბიელოა და ყველა ცდილობს მის ამოვსებას რამენაირად....

Oct 22, 20251 min read35

დღიური - ბლოგი

322 posts

ჩემი ბლოგის📑 აღდგენილი♻️ და სახეცვლილი ჩანაწერების✍️ მესამე3️⃣ სიცოცხლე🧬