Skip to main content

Command Palette

Search for a command to run...

ტურიზმის

Updated
1 min read

ხანდახან რა ცოტა უნდა ადამიანს, კარგ ხასიათზე რომ დადგეს...

გუშინ თბილისისკენ რომ მოვდიოდი, მცხეთაში, ბებრის ციხესთან, ორი დაღლილი უცხოელი ტურისტი შემხვდა. გაოფლიანებულები, უზარმაზარი რუკზაკებით, დაზაგრულები...

- Need a lift? - ვეკითხები საერთაშორისო ენაზე.
კიო, მარა ფული არა გვაქვსო.

ე, მეთქი, რა ფული, შიგ ხო არა გაქვთ, ეს საქართველოა - და კარი გავუღე.

დღეს ჩამოვედითო მეტეოდანო, აზზე ხართ? და მარშუტკა დაგვპირდაო სვეტიცხოველამდე მიყვანასო, მაგრამ გადაგვაგდოო და ტრასაზე ჩამოგვყარაო.

რა ქვეყნიდან იყვნენ, არ ვიცი, მაგრამ ცოტა ვიჭორავეთ და ჩამოვსვი სვეტიცხოველთან.
იმდენი მადლობა გადამიხადეს, მეთქი დაჯექით, უკან წაგიყვანთ, თქვენი დედაც მეთქი...

ხოდა კაი ხასიათზე დავდექი. კაი საქმეს რომ გააკეთებ, კაი ხასიათზე დგები. კაია, ესეთი წვრილმანები ნეტა ხშირად გვახარებდეს...

1 views

More from this blog

ბაბუ 👴

ბაბუაჩემი გამახსენდა, გიგლა. კორონას დროს გარდაიცვალა, 89 წლის ასაკში. არა, კორონამ არ მოკლა. თუმცა მაგას მნიშვნელობაც არ აქვს. მგონი 8-9 წლის იყო, ომი რომ დაიწყო. ის ომი ნუ, ხო ხვდებით. მთელი ცხოვრება იმას უყურებდა ადამიანი, რომ ომში დამარცხებული გე...

Nov 4, 20251 min read12

ხვრელი 🕳️

გაურკვეველი მიზეზებით, ყველა ადამიანი იბადება მკერდის არეში თანდაყოილილი დიდი ხვრელით. მიუხედავად იმისა, რომ ეს ხვრელი არანაირ უხერხულობას არ იწვევს, საზოგადოდ მიჩნეულია, რომ მისი ასე დატოვება არასახარბიელოა და ყველა ცდილობს მის ამოვსებას რამენაირად....

Oct 22, 20251 min read35

დღიური - ბლოგი

321 posts

ჩემი ბლოგის📑 აღდგენილი♻️ და სახეცვლილი ჩანაწერების✍️ მესამე3️⃣ სიცოცხლე🧬