ცვლილება
მე არ მჯერა, რომ ადამიანი არ იცვლება. აი, რომ ამბობენ ხოლმე: უფ, მაგას აწი ვერაფერი შეცვლისო... მესმის, რომ ხასიათს გულისხმობენ, საქციელსაც, ზნე-ჩვეულებებსაც და ათას სხვა რამეს.
ხოდა მე მჯერა, რომ შეიძლება შეიცვალოს ადამიანი.
საკუთარ მაგალითზე დაყრდნობით ვამბობ - რამდენი რამ შეიცვალა ჩემში.
რამდენი რამ, რაც აქამდე მომწონდა, მაინტერესებდა, მიტაცებდა - ეხლა სულ ცალ ფეხზე მკიდია.
ყველაფერი იცვლება ჩვენში: ინტერესები, ჩვევები, პრიორიტეტები, მსოფლმხედველობა... ჩვენ თვითონ ვიცვლებით დროსთან ერთად, გამოცდილება გვემატება.
თუმცა ის ანდაზაც მარტალია: კუზიანს სამარე გაასწორებსო...

