Skip to main content

Command Palette

Search for a command to run...

ცხოვრება

Published
1 min readView as Markdown

რა მაინტერესებს, იცით?

არ იცით.

იმიტომ, რომ ძალიან ბევრი რამე მაინტერესებს. უამრავი შეკითხვა მაქვს, რომელზეც პასუხი შეიძლება არც კი არსებობს...

მაგრამ ეხლა სხვა რამეზეა ლაპარაკი.

მართლა ესაა ჩვენი ცხოვრება, რაც თვალწინ გვიდგას? და მეტი არაფერი? მართლა жизнь - это игра (задумано хреново, но графика обалденная?)...

ანუ, მაინტერესებს, არაფერი არ დგას ამის მიღმა? რამე საიდუმლოებები, ტრანსცენდენტალური სისულეები, პარალელური სამყაროები, სხვა პლანეტები, სიცოცხლე სიკვდილის მერე...
ეს ყველაფერი გამოგონილია?

ლურჯი აბი? თუ წითელი? მატრიცაში ვცხოვრობთ მართლა?

მართლა არსებობენ ვიღაც ტიპები, ვინც ჩვენს ყოველ ნაბიჯს აკონტროლებს?

მართლა მოილაპარაკეს მასონებმა და ებრაელებმა მსოფლიოს დაპყრობის მიზნით?

თუ ეს ყველაფერი სისულელეა?
ნუთუ ჩვენი ცხოვრება მართლა ყოველდღიური და ნაცრისფერი უნდა იყოს?

არასოდეს არ მოვა ჩემთან ვიღაც და არ მეტყვის, კაცობრიობა არის გადასარჩენი და მარტო შენ შეგიძლია ამის გაკეთებაო?

ძალიან საწყენი იქნება, თუ აღმოჩნდება, რომ ეს ყველაფერი სისულელეა, რომ არავინ და არაფერი არ არსებობს სამყაროში ჩვენს გარდა და ჩვენი ცხოვრება მუდამ სამსახური-სახლი-ბარი ტრაექტორიაზე ტრიალით იქნება შემოფარგლული...

ვინმეს შეუძლია, პასუხი გამცეს?

1 views

More from this blog

ლურჯი დიოდის სადიდებლად

შესაძლოა გახსოვთ, რომ ადრე სხვადასხვა ელექტრონიკაზე ორი შუქდიოდი (LED) იყო — მწვანე (ჩართული) და წითელი (გამორთული). ლურჯი დიოდი არ არსებობდა. რიგითმა ადამიანმა შეიძლება დასვას ლოგიკური კითხვა — მერე

Jun 10, 20262 min read
ლურჯი დიოდის სადიდებლად

ბაბუ 👴

ბაბუაჩემი გამახსენდა, გიგლა. კორონას დროს გარდაიცვალა, 89 წლის ასაკში. არა, კორონამ არ მოკლა. თუმცა მაგას მნიშვნელობაც არ აქვს. მგონი 8-9 წლის იყო, ომი რომ დაიწყო. ის ომი ნუ, ხო ხვდებით. მთელი ცხოვრება იმას უყურებდა ადამიანი, რომ ომში დამარცხებული გე...

Nov 4, 20251 min read18

ხვრელი 🕳️

გაურკვეველი მიზეზებით, ყველა ადამიანი იბადება მკერდის არეში თანდაყოილილი დიდი ხვრელით. მიუხედავად იმისა, რომ ეს ხვრელი არანაირ უხერხულობას არ იწვევს, საზოგადოდ მიჩნეულია, რომ მისი ასე დატოვება არასახარბიელოა და ყველა ცდილობს მის ამოვსებას რამენაირად....

Oct 22, 20251 min read35

დღიური - ბლოგი

322 posts

ჩემი ბლოგის📑 აღდგენილი♻️ და სახეცვლილი ჩანაწერების✍️ მესამე3️⃣ სიცოცხლე🧬