წინ, წინ იყურე ⏩
სად იყურები? წინ? წინ? წინ იყურები? და არ იცი რა გელოდება? და გაინტერესებს? და გინდა იცოდე და გეშინია?
და იცი, რო ვერ მიხვდები, რა გელოდება? იმიტომ რომ პატარა ხარ ჯერ. ყველაფერი წინა გაქვს. კარგიც, და ცუდიც. სიხარულიც, და მოწყენილობაც. ბედნიერებაც და ტკივილიც.
მთელი ცხოვრება წინა გაქვს. და ვერ გაიგებ, ვერ გაუგებ მას, იმიტომ რომ ჯერ არაფერი გინახავს, და არაფერი იცი...
მაგრამ ერთი რამე იცოდე. ყველაფერი შენს ხელშია. და შენია. ეგ შენი იმედიც, და შენი მომავალიც - შენი ცხოვრებაა, შენი!
და მიდი, მარტო კი ნუ უყურებ - მიდი, გააკეთე! შექმენი. გადადგი ნაბიჯი და მერე დააკვირდი, მეორე ნაბიჯი სად უნდა დადგა. პირველი ხომ გადადგმული გაქვს? ხოდა მიდი, პატარა, მიდი, მთელი ცხოვრება შენია...

