Skip to main content

Command Palette

Search for a command to run...

ტრიალებს, სულ ტრიალებს

Updated
1 min read

ყველაფერი ტრიალებს... პლასტინკა...
Дураки бывают разные...
მანქანები...
10 წლის ვირტუოზი თუ უბრალოდ ნიჭიერი ჯაზმენი...
ვისკი...
ახალი ხალხი...
ძველი ხალხი...
უბრალოდ ხალხი...
ტელევარსკვლავი სასაცილო წითელ ”რეზერტუზებში” (მართლა, დედას გეფიცებით)
სამსახურიც ტრიალებს...
სახლიც...
ტელეფონები...
ნოუთბუქები...
ყავის ჭიქები...
ყავაც თვითონ, ტრიალებს, ამ ჭიქებში, ოღონდ სხვა მიმართულებით...
არ ჩერდება...
მუსიკა ტრიალებს...
თვალები - ძილის დროს და ისე...
სისხლი...
წყალი ჩარეცხილ უნიტაზში...
ძაღლი, რომელიც თავის კუდს დასდევს...
Connecting to server...
დიალოგები...
ისტორიები... ვითომ სხვა, მაგრამ მაინც იგივე...
საქმეები...
ფეხები...
მკიდია - ტრიალებს...
პრინტერი...
სპიდომეტრზე ისარი...
ვიდეოკლიპები...
ბიუჯეტები... ანგარიშები...
უაზრო ღიმილები...
ბორბალი ტრიალებს... და წისქვილის ქვა...
გრძნობები...
ვნებები...
თვითმფრინავის ტურბინაც ტრიალებს...
ტრიალებს დერეფანი, სანამ შენ მიბარბაცებ...
ტრიალებს ხურდა მაგიდაზე... (ახალი ”თეთრა”)
მთვრალები და დაბოლილები - ტრიალებენ დავიწყებისა თუ დაუვიწყარ ვალსში...
ტრიალებს ბავშვი მუცელში...
ტრიალებს ივანე ჯავახიშვილი საფლავში...
ტრიალებს კანალიზაციის მოპარული თავსახური, რომელიც ქურდს გაუვარდა ხელიდან...
ტრიალებს პოლიციელის ხელში - ხელჯოხი...
მალემსრბოლი...
მსტოვარი...
სირენა...
ტრიალებს დედამიწა, ეს ოხერი...
ფუ, შენი...

More from this blog

ბაბუ 👴

ბაბუაჩემი გამახსენდა, გიგლა. კორონას დროს გარდაიცვალა, 89 წლის ასაკში. არა, კორონამ არ მოკლა. თუმცა მაგას მნიშვნელობაც არ აქვს. მგონი 8-9 წლის იყო, ომი რომ დაიწყო. ის ომი ნუ, ხო ხვდებით. მთელი ცხოვრება იმას უყურებდა ადამიანი, რომ ომში დამარცხებული გე...

Nov 4, 20251 min read12

ხვრელი 🕳️

გაურკვეველი მიზეზებით, ყველა ადამიანი იბადება მკერდის არეში თანდაყოილილი დიდი ხვრელით. მიუხედავად იმისა, რომ ეს ხვრელი არანაირ უხერხულობას არ იწვევს, საზოგადოდ მიჩნეულია, რომ მისი ასე დატოვება არასახარბიელოა და ყველა ცდილობს მის ამოვსებას რამენაირად....

Oct 22, 20251 min read35

დღიური - ბლოგი

321 posts

ჩემი ბლოგის📑 აღდგენილი♻️ და სახეცვლილი ჩანაწერების✍️ მესამე3️⃣ სიცოცხლე🧬