Skip to main content

Command Palette

Search for a command to run...

თქვენ ნაგავი ხართ, სერ!

(სასწორი)

Updated
2 min read

ამოუცნობი ყოფილა ადამიანი.
რამდენი წელია, ამ დედამიწაზე ვცხოვრობ (არა, არ გეგონოთ, რო მანამდე სხვა დედამიწაზე ვცხოვრობდი, ”ამ” უბრალოდ, ისე, ”შემომეპოსტა” :))

მაინც ვერ შევიცანი. ვერავინ. საკუთარი თავიც კი...

საშინელებაა, როცა გგონია, რომ ვიღაცას უყვარხარ, ვიღაც შენი მეგობარია, შენ მართლა გიყვარს ეგ ხალხი, ისინი კი...
ზურგსუკან გჭორავენ.
დაგცინიან.
იგნორირებას გიკეთებენ.
და თან გიმალავენ ამ გრძნობებს.

ყველაზე ცუდი ეგაა.
გითხრან მაინც.
თუმცა, რა აზრი აქვს, დაკარგავ.

ამ ნაჭერ-ნაჭერ აზრებს რომ გაწვდით, რაში გჭირდებათ რო?
არ ვიცი, გაბრაზებული ვარ და მოწყენილი.

საკუთარ თავს უნდა დაუსვა ეს შეკითხვა - ესენი მართლა ჩემი მეგობრები არიან?
ალბათ, უნდა დაუსვა. მაგრამ ეს უკვე სხვა რაღაცას ნიშნავს. ეს ნიშნავს, რომ ეჭვიანი ხარ. რომ გარეკილი გაქვს.

თუმცა, ალბათ აქვს ამას თავისი ახსნაც. თუ ასეთი ეჭვიანი გახდი, ესე იგი, საფუძველიც გქონდა. და ისევ საკუთარ თავში უნდა ჩაიხედო, შენი ბრალი ხომ არაა?

ძირითადად შენი ბრალია. იმიტომ, რომ ისე არ იქცევი, როგორც უნდა მოიქცე. ისე აღარ იქცევი, როგორც აქამდე იქცეოდი და როგორც გიცნობდნენ მეგობრები. რატომაც გემეგობრებოდნენ (საშინელი სიტყვაა, არა?) - ისეთი, და ის - აღარ ხარ.

გინდა საერთოდ ასეთი მეგობრები? ვისაც შენ არ უნდიხარ? გინდა, ისევ ისეთი გახდე, როგორიც აქამდე იყავი?

უნდა დაფიქრდე, რამ გამოიწვია ეს. ორი მარტივი მიზეზია - და პასუხიც, შესაბამისად, ორია:

  1. ან შენ დააშავე რაღაც, არასწორად მოიქეცი, და უნდა გამოსწორდე.

  2. ან უბრალოდ, განვითარდი, გაიზარდე. ისინი სხვა გზით მიდიან.

ვინაა რო ამის მთქმელი? ვინ აღიარებს, რომ შეცდა? ვინ აღიარებს, რომ ჩამოგრჩა?
არავინ.
ამიტომაცაა, რომ აღარ უნდიხარ.

ამიტომ სხვა ადამიანმა, შენმა სხვა მეგობარმა უნდა მიგახვედროს. ან პირდაპირ გკითხოს. და გაგარკვევინოს.
და მაგასაც დაკარგავ.
ძველ მეგობრებს - ისევ შეიძენ.
იმათ, ვინც გატყუებდა, თვალებს გარიდებდა და გულახდილი არ იყო. ისევ ერთად იქნებით.

ის კი, სხვა, მართლა მეგობარი, რომელმაც თვალი აგახელინა და მიგითითა - წავა. შენ გაუშვებ. და აღარ მოგინდება.

მართლაც და სასწორია ეს ცხოვრება. ან ერთი გადაწონის, ან მეორე.
შუაში ვერ გაჩერდება. მაშინ სასწორზე არაფერი არ უნდა იდოს, შუაში რომ გასწორდეს.
და არაფერი თუ არ გაქვს სასწორზე დასადები, ადამიანი ხარ საერთოდ?

4 views

More from this blog

ბაბუ 👴

ბაბუაჩემი გამახსენდა, გიგლა. კორონას დროს გარდაიცვალა, 89 წლის ასაკში. არა, კორონამ არ მოკლა. თუმცა მაგას მნიშვნელობაც არ აქვს. მგონი 8-9 წლის იყო, ომი რომ დაიწყო. ის ომი ნუ, ხო ხვდებით. მთელი ცხოვრება იმას უყურებდა ადამიანი, რომ ომში დამარცხებული გე...

Nov 4, 20251 min read12

ხვრელი 🕳️

გაურკვეველი მიზეზებით, ყველა ადამიანი იბადება მკერდის არეში თანდაყოილილი დიდი ხვრელით. მიუხედავად იმისა, რომ ეს ხვრელი არანაირ უხერხულობას არ იწვევს, საზოგადოდ მიჩნეულია, რომ მისი ასე დატოვება არასახარბიელოა და ყველა ცდილობს მის ამოვსებას რამენაირად....

Oct 22, 20251 min read35

დღიური - ბლოგი

321 posts

ჩემი ბლოგის📑 აღდგენილი♻️ და სახეცვლილი ჩანაწერების✍️ მესამე3️⃣ სიცოცხლე🧬