Skip to main content

Command Palette

Search for a command to run...

The Sound of Silence

Updated
1 min read

ძალიან ადრე, ჩემს ღრმა ბავშვობაში მოვისმინე ეს სიმღერა: Simon & Garfunkel - "The Sound of Silence"

დაფიქრებულხართ როდესმე - რა ხმა აქვს სიჩუმეს? მე არასდროს არ მესმოდა, სიჩუმე ხომ ხმის უქონლობაა, როგორ შეიძლება მას რამე ხმა გააჩნდეს...

თურმე შეიძლება...

ადექით ღამის 4 საათზე, გამოდით აივანზე და დაუგდეთ ყური ქალაქს... მთლად სიჩუმე არაა, მაგრამ საკუთარი გულის ცემის ხმას გაიგებთ. და ყურებშიც იგრძნობთ, როგორ მოძრაობს სისხლი თქვენს სხეულში.

საათის წიკწიკი... სადღაც შორს, მანქანამ ჩაიარა...

ეს მაინც არ არის ის სიჩუმე, რაზეც ესენი მღერიან...

სიჩუმის ხმა არის მხოლოდ ერთი, და ის ძალიან იშვიათად გვესმის - ეს ჩვენი აზრების ხმაა... ჩვენი სინდისი და ჩვენი ნამუსია, რომელიც მოგვმართავს... ეს იმის ხმაა, თუ რაზე ვფიქრობთ ჩვენ...

დაუგდეთ ყური, საინტერესო რამეებს შეიტყობთ...

1 views

More from this blog

ბაბუ 👴

ბაბუაჩემი გამახსენდა, გიგლა. კორონას დროს გარდაიცვალა, 89 წლის ასაკში. არა, კორონამ არ მოკლა. თუმცა მაგას მნიშვნელობაც არ აქვს. მგონი 8-9 წლის იყო, ომი რომ დაიწყო. ის ომი ნუ, ხო ხვდებით. მთელი ცხოვრება იმას უყურებდა ადამიანი, რომ ომში დამარცხებული გე...

Nov 4, 20251 min read12

ხვრელი 🕳️

გაურკვეველი მიზეზებით, ყველა ადამიანი იბადება მკერდის არეში თანდაყოილილი დიდი ხვრელით. მიუხედავად იმისა, რომ ეს ხვრელი არანაირ უხერხულობას არ იწვევს, საზოგადოდ მიჩნეულია, რომ მისი ასე დატოვება არასახარბიელოა და ყველა ცდილობს მის ამოვსებას რამენაირად....

Oct 22, 20251 min read35

დღიური - ბლოგი

321 posts

ჩემი ბლოგის📑 აღდგენილი♻️ და სახეცვლილი ჩანაწერების✍️ მესამე3️⃣ სიცოცხლე🧬