ტელევიზია 📺
რთავ, რთავ, რთავ...
50 არხია.
და არსად არაფერს არ აჩვენებენ წესიერს...
დღის რა დროც არ უნდა იყო, მაინც.
სულ ნაგავია ამ ტელევიზორში.
მე, მართალია, თითქმის აღარ ვუყურებ, მაგრამ ხანდახან გინდება თვალის შევლება...
ქართულ არხებს ვუყურებ ხოლმე დილაობით, ყავისა და სიგარეტის თანხლებით.
აბა ისე რა გამაძლებინებს ჩვენი ტელეწამყვანების ისტერიული ტონის და ხმის მოსმენას დილაადრიან?
მერე სამსახურში ”ახალი ამბების” ნეგატიური გავლენით დატვირთული მივდივარ (რაღაც ქართულში მოვიკოჭლე, არა?)
არ უყუროთ ხალხნო ტელევიზორს, წიგნები წაიკითხეთ!

