თბილისობა
არ დამეძინა და ჩავრთე ისევ კომპი.
მეზარება ბლოგზე შესვლა.
დღეს თბილისობაა - არათბილისელების დღესასწაული.
არ მიყვარს როცა ხელოვნურ დღესასწაულებს მილოცავენ, არა-ჩემ დღესასწაულებს.
ხელოვნური ყვავილების ჩუქებას გაქვს.
პლასტმასის.
ხელოვნურ, ცივ ღიმილს გავს, ღიმილის გამო რომ იღიმები და არა იმის გამო, რომ გეღიმება.
მანქანა ხელოსნებმა დაჯიჯგნეს - ყველაფერი მოხსნეს, რაც კი ძვრებოდა.
შპაკლი, საღებავი...
ამას რომ მორჩებიან, მერე პერედოკის ხელოსანთან, რაზვალი და ახალი ბორბლები.
იქნება ახალივით.

