Skip to main content

Command Palette

Search for a command to run...

Such (საჩ)

Published
1 min readView as Markdown

აღარც კი მახსოვს, ბოლოს როდის მივიღე საჩუქარი.

რაიმე საჩუქარი, სულერთია.

სექტემბერში კი იყო ერთი, მაგრამ ეგ სულ სხვაა.

მე ჩვეულებრივ საჩუქრებზე ვამბობ - აი მაგალითად დაბადების დღეზე...

არავინ აღარაფერს მჩუქნის ხოლმე.

ალბათ მეც იმიტომ აღარ ვჩუქნი ხოლმე სხვებს აღარაფერს.

რა უცნაურია, საჩუქარის აღმნიშვნელი ინგლისური სიტყვა Gift გერმანულ ენაზე საწამლავს ნიშნავს.

გერმანელები ალბათ უფრო მართლები არიან - ბოლო-ბოლო, ინგლისური ენაც გერმანულიდან არაა წამოსული?

სამწუხაროდ, სამსახურში იძულებითი ერთთვიანი პაუზა გვექნება აგვისტოში - უსაქმურობისა და გამო ვხურავთ ოფისს. და ისევ ვერ მივიღებ რაიმე ლამაზ და კარგ საჩუქარს თანამშრომლებისგან...

უსამართლობა არაა? - მთელი წლის განმავლობაში ყველანი ერთად ფულს ვაგროვებთ და ყველა იუბილარს რაიმე ძვირფას, დიდ და ლამაზ საჩუქარს ვახუტებთ ხოლმე.

აი მე კი უკვე მესამე წელია, არაფერი შემხვედრია...

დაველოდოთ პარიზის რეისს. დამპირდნენ საჩუქარს და რავიცი, რავიცი...

More from this blog

ლურჯი დიოდის სადიდებლად

შესაძლოა გახსოვთ, რომ ადრე სხვადასხვა ელექტრონიკაზე ორი შუქდიოდი (LED) იყო — მწვანე (ჩართული) და წითელი (გამორთული). ლურჯი დიოდი არ არსებობდა. რიგითმა ადამიანმა შეიძლება დასვას ლოგიკური კითხვა — მერე

Jun 10, 20262 min read
ლურჯი დიოდის სადიდებლად

ბაბუ 👴

ბაბუაჩემი გამახსენდა, გიგლა. კორონას დროს გარდაიცვალა, 89 წლის ასაკში. არა, კორონამ არ მოკლა. თუმცა მაგას მნიშვნელობაც არ აქვს. მგონი 8-9 წლის იყო, ომი რომ დაიწყო. ის ომი ნუ, ხო ხვდებით. მთელი ცხოვრება იმას უყურებდა ადამიანი, რომ ომში დამარცხებული გე...

Nov 4, 20251 min read18

ხვრელი 🕳️

გაურკვეველი მიზეზებით, ყველა ადამიანი იბადება მკერდის არეში თანდაყოილილი დიდი ხვრელით. მიუხედავად იმისა, რომ ეს ხვრელი არანაირ უხერხულობას არ იწვევს, საზოგადოდ მიჩნეულია, რომ მისი ასე დატოვება არასახარბიელოა და ყველა ცდილობს მის ამოვსებას რამენაირად....

Oct 22, 20251 min read35

დღიური - ბლოგი

322 posts

ჩემი ბლოგის📑 აღდგენილი♻️ და სახეცვლილი ჩანაწერების✍️ მესამე3️⃣ სიცოცხლე🧬