Somewhat different?
არასოდეს და არავითარ შემთხვევაში არ იყოთ მასის წევრი, არ დაემორჩილოთ უმრავლესობის ნებას, არ მოუხაროთ ქედი ძალაუფლებას, არ იყოთ კონფორმისტები, მედროვეები, არც მშიშრები, არ შეიქმნათ კერპები და იდეალები, არ მიყვეთ ბრმად ლოზუნგებს და არ დაუჯეროთ დაპირებებს!
იფიქრეთ თქვენი საკუთარი ტვინით, ნუ მიანდობთ სხვას თქვენს მაგივრად ფიქრს.
იყავით გამორჩეულები, იყავით სხვაფერი და სხვანაირი, გქონდეთ სხვა გემო და სხვა აზრი.
ნუ დაკარგავთ კრიტიკული აზროვნების უნარს - იმას, რაც homo sapiens-ის მთავარი განმასხვავებელი ნიშანია.

